შაბათი, აგვისტო 2, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმე მხოლოდ ერთი რამ მსურს, რომ ქვეყანა ამ...

მე მხოლოდ ერთი რამ მსურს, რომ ქვეყანა ამ გაჭირვების ჟამს ფეხზე დავაყენოთ – გიორგი ვაშაძე

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას ეხმიანება. ოპოზიციონერი ლიდერის აზრით ქვეყანაში არასწორად გადადგმულმა ნაბიჯებმა გამოიწვა იზოლაცია და ყველაფრის გაჩერება. მისი განმარტებით საქართველოში მდგომარეობას ვერ აკონტროლებენ და ამიტომ გახდა საჭირო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება:

მე მხოლოდ ერთი რამ მსურს, რომ ქვეყანა ამ გაჭირვების ჟამს ფეხზე დავაყენოთ. როდესაც ყოველდღიურად ამძიმებენ ვითარებას, დახურეს ყველა ბიზნესი გუშინ და დღეს აცხადებენ საგანგებო მდგომარეობას. ეს ნიშნავს, რომ არ არის ყველაფერი ნორმაში. კონტროლ ქვეშ, რომ იყოს ყველაფერი, დახურავდნენ ყველაფერს ან საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებნენ?! თუ ჩემი არ სჯერათ, მაგალითად გიორგი კანდელაკი, ისიც იგივეს ამბობს, რასაც მე. დავივიწყოთ ხალხნო პოლიტიკა და შუღლი!

კიდევ ერთხელ განვმარტავ, თუ რა არის სამხრეთ კორეის გზა. 20 იანვარს, როდესაც სამხრეთ კორეაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა აღმოჩნდა, მთავარ ამოცანად ტესტირება და დიაგნოსტირების სწრაფი დანერგვა მიიყვანეს იმ დონეზე, რომ დღეში ტარდებოდა 10000-მდე ტესტი. ახლა ტარდება 15000-მდე ტესტი.

ალბათ ბევრს გინახავთ ვიდეო-კადრები სადაც ჩანს, რომ ავტომობილებით შედიან მოქალაქეები, რის შემდეგაც ნაცხებს იღებენ ცხვირ-ხახიდან, უკეთებენ ტესტს და შეტყობინების სახით იღებენ შემდეგ პასუხს.

რაც შეეხება იტალიას, მან არასწორი გზა აირჩია და სწრაფი ტესტის ნაცვლად სასუნთქი აპარატების შეძენა დაიწყო, რაც ასევე მნიშვნელოვანია. თუმცა ნახეთ რა მოხდა – მთავარი გავრცელების კლასტერი წავიდა სამედიცინო დაწესებულებებიდან ანუ კარანტინების ზონებიდან, სადაც ბევრი ადამიანი შეიკრიბა ერთად.

ჩვენს ქვეყანაში 2500 ადამიანია კარანტინში. ახლა ჩვენ, რომ გვქონდეს შესაძლებლობა სწრაფი ტესტების, გავუკეთებდით ამ ადამიანებს ტესტს და დავადგენდით აქვთ თუ არა მათ ვირუსი.

ამ ეტაპზე ამბობენ, რომ გამოკვლეულია 1000 ადამიანი. რომელთაგანაც ვირუსი 48-ს დაუდასტურდა. ვიცით მეორე ათასი კაციდან რამდენს აქვს? რეალობა არის ეს. ჩვენი ერთთვიანი არასწორი ნაბიჯებით უამრავი ადამიანი უმუშევარი დავტოვეთ. გავაჩერეთ ყველაფერი ქვეყანაში და ყველანი მოექცნენ თვითიზოლაციაში, მაგრამ იმაზე ფიქრობს ვინმე თუ რით უნდა ისაზრდოონ ამ ადამიანებმა?! თუ დიდი სურათის დანახვა არ მოხდება კომპლექსურად, ჯანდაცვა, ეკონომიკა, სწრაფი ტესტი, დიაგნოსტიკა და ა.შ. სხვანაირად ვერაფერს ვერ ვიზამთ,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მზია ციხეშია, მაგრამ არავინ ისე არ დასჯილა, როგორც მისი ბრალმდებელი და ნუ დაისჯის თავს...

პატიმრობაში მყოფ მედიამენეჯერ, მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ემოციურ შეფასება-განმარტებებს აკეთებს...

“კახა კალაძე, იყავი და მუდამ იქნები ღირსეული! ასე ფიქრობს თბილისი, ასე ფიქრობს ხალხი!❤️” –...

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტის, ჟურნალისტის და პიარტექნოლოგის, ლალი მოროშკინას...

“მხოლოდ სრული სიმართლის პირობებში გავიმარჯვებთ და ჩვენ ვართ ცამდე მართალი!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება მის წინააღმდეგ გამოთქმულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ახლოსაც ვერ გაეკარები ხელისუფლებას – მე გაძლევ ამის პირობას‼️” – ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე პოზიციას აფიქსირებს...