შაბათი, ივლისი 12, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რეჟიმის გადასარჩენად "ოცნება" აწარმოებს ჰიბრიდულ ომს საკუთარი ხალხისა...

“რეჟიმის გადასარჩენად “ოცნება” აწარმოებს ჰიბრიდულ ომს საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ” – გიორგი გახარია

პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში პოლიტიკურ შეფასებას აკეთებას ,,ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებასთან დაკავშირებით:

ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელი განცხადება არის იმ პროპაგანდისტული ხაზის სახიფათო გაგრძელება, რომელსაც რეჟიმი უკვე რამდენიმე წელია აქტიურად იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანოდ.

ერთი შეხედვით, ღიმილისმომგვრელი თეორიები „გლობალური ომის პარტიასა“ და „დიფ სთეითზე“, სხვა არაფერია, თუ არა ამ საკითხზე სერიოზული დისკუსიის გახსნის მცდელობა, თავდაპირველად უწყინარ იუმორისტულ ჟანრში, შემდეგ კი – თავიანთი პროპაგანდისტული არხების მეშვეობით, საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმით, ადამიანებისგან სასურველი ქცევების მისაღწევად.

რეჟიმის გადასარჩენად „ოცნება“ აწარმოებს ჰიბრიდულ ომს საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ: ის ცდილობს შეცვალოს ქართული კულტურული და ეროვნული კოდები: მტერს დაარქვას მოყვარე – მოყვარეს მტერი, მეგობარი გამოაცხადოს აგრესორად და მტერს მოუხადოს ბოდიში, ერთგულებას და ქვეყნის მსახურებას უწოდოს ღალატი, ღალატს კი – პატრიოტიზმი, ადამიანზე ძალადობა გაასაღოს ღირსებად და ამისთვის დააწესოს ჯილდო.

ეს, ერთი შეხედვით, შეშლილი თეორიები, რეჟიმის ეფექტური ინსტრუმენტების პირობებში, შესაძლოა, ერთ დღესაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების რეალობად იქცეს. ამიტომ, სისტემურად და თანმიმდევრულად უნდა ავუხსნათ ჩვენს მოქალაქეებს, რომ სინამდვილეში „ოცნება“ ნიშნავს სიღარიბეს, ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციას, კორუფციას, ნარკომანიასა და კრიმინალს, უსამართლობას და დაუსჯელობას, ახალგაზრდებისგან დაცლილ ქვეყანას, ეს ყველაფერი – სახელმწიფოს ღალატის შედეგია.

უნდა ვესაუბროთ ყველას, პირველ რიგში კი მათ, ვინც ფსიქოლოგიური ძალადობის სამიზნეა, რათა ისინი არ დავტოვოთ მარტო რეჟიმთან უთანასწორო ჰიბრიდულ ომში”, – წერს გიორგი გახარია.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“შავი ასოებით უნდა შევიდეს დემოკრატიული საქართველოს ისტორიაში ყველა ის პოლიტიკოსი თუ ჟურნალისტი, რომელიც “დანოსებით”...

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის ერთი მეტად საგანგაშო პუნქტი, სვიფტიდან გათიშვა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“უკანონობის ისეთ ეტაპს მივაღწიეთ, რომ შევარდნაძისა და სააკაშვილის ეპოქას ნოსტალგიით ვიხსენებთ!” – ფადი ასლი

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი ფადი ასლი ქვეყანაში არსებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“მე რომ დღეს მერი ვარ, მთელი ცხოვრება მერი უნდა ვიყო?” – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმიანება გენერალური პროკურორის გენერალურ აუდიტორად...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...