მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად მმართველი პარტია მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას საქართველოს პარლამენტის შენობაში ჩაატარებს. ფაქტს ირონიანარევი შეფასებებით ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, სერგო ჩიხლაძე:
“ვერ კრებენ ხალხს, დამსწრე სტუმრებს იმ რაოდენიბით, რომ ეს ცირკი ღია სივრცეში ჩატარდეს.
მარტო კობახიძე, მდინარაძე, ბექაური და ლომის ბოკვერი არ არის საკმარისი ამ საქმისთვის!“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე სერგო ჩიხლაძე.