spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მანამ, სანამ უშვებდნენ, ეტლით მოდიოდა ჩემთან ყოველდღე, რუსთავის...

“მანამ, სანამ უშვებდნენ, ეტლით მოდიოდა ჩემთან ყოველდღე, რუსთავის ციხეში… შემდეგ გორის ჰოსპიტალში” – მიხეილ სააკაშვილი ნიკოლოზ ყიფშიძეზე

ცნობილი ქართველი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის გარდაცვალების ფაქტს, კლინიკა “ვივამედიდან”, ემოციური შეფასებებით ეხმაურება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:

ჩემი ახლო მეგობრის, ნიკა ყიფშიძის გული გაჩერდა ამერიკაში.

გამოჩენილი ქართველი ექიმების შთამომავალი, თვითონ მედიცინის დიდი ინოვატორი, უზარმაზარი რეპუტაციით სარგებლობდა ამერიკაში და ზოგადად საერთაშორისო მასშტაბით.

ჩემი თხოვნით მან პირველად შექმნა საქართველოში საერთაშორისო სტანდარტის “ემერჯენსი” 2005 წელს.

ეს იყო ადამიანი, რომლის მთავარი მოწოდება იყო სხვა ადამიანების დახმარება.
მანამ, სანამ უშვებდნენ, ეტლით მოდიოდა ჩემთან ყოველდღე, რუსთავის ციხეში.
შემდეგ გორის ჰოსპიტალში, ღრმად ავადმყოფს “კოლეგები” 3-4 საათი აცდევინებდნენ ხოლმე ყინვაში და თოვლში გარეთ და მაინც ბოლომდე უხმოდ იტანდა ამ დამცირებას, ოღონდ რამდენიმე წუთით მაინც ვენახე მისი პაციენტი.

ძალიან კეთილშობილი ადამიანი დააკლდა ჩვენს პლანეტას“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მეორედ მოვიგე ჩემპიონთა ლიგა” – ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,პსჟ”-ს ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია პირველ...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...