spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სააკაშვილის განცხადება მეტყველებს იმაზე, თუ რა იყო აქციების...

“სააკაშვილის განცხადება მეტყველებს იმაზე, თუ რა იყო აქციების ძირითადი მიზანი, მაგრამ ქვეყანაში “ნაცმაიდანი” ვერ შედგა” – კახა კალაძე

რაც ბოლო დღეებში ხდებოდა ქვეყანაში, წინასწარ დაწერილი სცენარია, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, სააკაშვილის განცხადება სახელმწიფო შენობების პიკეტირების შესახებ მეტყველებს იმაზე, თუ რა იყო საპროტესტო აქციების ძირითადი მიზანი.

რაც ბოლო დღეებში ხდებოდა, არის იმ დაწერილი სცენარის ნაწილი, რისი განხორციელებაც უნდოდათ. მათი სურვილი იყო, ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა. ქვეყანაში „ნაცმაიდანი“ ვერ შედგა, რადგან სახელმწიფო დღეს არის მოწოდების სიმაღლეზე და არავის მივცემთ შესაძლებლობას, ქვეყანაში სისხლისღვრა, სახელმწიფო გადატრიალება, დაპირისპირება მოაწყოს. საზოგადოების გახლეჩას, პოლარიზაციის ხელშეწყობას ვერავინ შეძლებს.

სააკაშვილის გაკეთებული განცხადებაც მეტყველებს იმაზე, თუ რა პროცესები მიმდინარეობდა, რა იყო ძირითადი მიზანი ამ გამოსვლებისა და აქციების. თავიდან ისე შეფუთეს, თითქოს, ევროინტეგრაციის გზაზე მთავრობამ უარი თქვა და დაიწყეს გამოსვლები, რაც არის ძალიან დიდი ტყუილი.

შეიძლება ვიღაცებმა ვერ გაიგეს, შეიძლება ჩვენ ვერ გადმოვეცით, მაგრამ მთელი ამ დროის განმავლობაში უამრავი მესიჯი გაჟღერდა ჩვენი მხრიდან, აიხსნა აღნიშნული თემა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ყველაფერს ვაკეთებთ. ეს იყო უბრალოდ შეფუთული. რეალურად არჩევნები წააგეს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ უთხრა არა ომს, ბოროტებას და ამაზე გაღიზიანებულებს – როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, სურვილი ჰქონდათ რევოლუციური გზით სახელმწიფო გადატრიალება მოეწყოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“ჩხუბი ქუჩაში მოსულა და თუ თავი გვაქვს, იქ ვიჩხუბოთ😊” – ლელა ჯეჯელავა

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას, პირდაპირი მინიშნებებით და კონკრეტული შეთავაზებით,...

“ასეთი მხარდაჭერა მე მმატებს ენერგიას, გამძლეობას და მხნეობას” – გიორგი ჩახუნაშვილი

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის პირველი წერილი საპატიმროდან, ემოციური...

გია ხუხაშვილი: “ვუსურვებ წარმატებებს ახლად დაფუძნებულ პარტია “ჯერ საქართველო”-ს

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატის, ვიქტორ ყიფიანის მიერ პარტია "ჯერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...

“ერთი რამე, რაზეც არის აქ საუბარი, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროპის მხრიდან, რომ...

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში პოლიტიკური ჯგუფის ALDE-ს ყრილობა მიმდინარეობს, სადაც...