ორშაბათი, ივნისი 16, 2025
22.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარისხვადასხვაქუთაისის აეროპორტი გაუქმებული/გადადებული ფრენების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ქუთაისის აეროპორტი გაუქმებული/გადადებული ფრენების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

კორონავირუსის გამო შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, “ვიზეარმა” საქართველოდან ფრენები ყველა მიმართულებით შეაჩერა. ქუთაისის აეროპორტი გაუქმებული მიმართულებებისა და ფრენების შეჩერების თარიღების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:

ავსტრია – 16 მარტიდან 3 აპრილამდე;

ბელგია – 18 მარტიდან 3 აპრილამდე;

კვიპროსი – 17 მარტიდან 3 აპრილამდე;

ჩეხეთი – 17 მარტიდან 3 აპრილამდე;

დანია – 18 მარტიდან 3 აპრილამდე;

ესტონეთი – 17 მარტიდან 3 აპრილამდე;

საფრანგეთი – 16 მარტიდან 3 აპრილამდე;

გერმანია – 16 მარტიდან 3 აპრილამდე;

საბერძნეთი – 18 მარტიდან 3 აპრილამდე;

უნგრეთი – 18 მარტიდან 3 აპრილამდე;

იტალია – 3 აპრილამდე;

ლატვია – 17 მარტიდან 14 აპრილამდე;

ლიეტუვა – 17 მარტიდან 30 მარტამდე;

ნიდერლანდები – 18 მარტიდან 3 აპრილამდე;

პოლონეთი – 15 მარტიდან 28 მარტამდე;

ესპანეთი – 16 მარტიდან 3 აპრილამდე;

დიდი ბრიტანეთი – 17 მარტინდან 3 აპრილამდე.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე ვრცელდება. ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 38 შეადგინა.

საკარანტინო ზონაში ამ დროისთვის 1130 მოქალაქე იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი- 81.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მთავრობამ ახალი რეკომენდაციები 17 მარტს გასცა.

ავტორი
ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული