ორშაბათი, ივნისი 16, 2025
19.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიარასამთავრობო ორგანიზაცია "პოსტერუმ ქუთაისი" კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის აქციაში...

არასამთავრობო ორგანიზაცია “პოსტერუმ ქუთაისი” კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის აქციაში ჩაერთო

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოსტერუმ ქუთაისი“ მოხალისეობრივ აქციას ატარებს და მოსახლეობას კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და ვირუსული ინფექციისაგან თავდაცვის მიზნით სპეციალურ სარეკომენდაციო საინფორმაციო ბუკლეტებს ურიგებს. აქციის მონაწილეები ცდილობდნენ მოსახლეობისათვის აეხსნათ, რომ მეტი სიფრთხილით და ყურადღებით მოეკიდონ ვირუსთან ბრძოლის და გამკლავების მეთოდებს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, აქციის მონაწილეების მიზანია, რომ მოსახლეობა კორონავირუსთან გამკლავებას უფრო დიდი ყურადღებითა და სიფრთხილით მოეკიდოს. ასევე ცნობილია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის „პოსტერუმ ქუთაისის“ წევრები გააგრძელებენ მოსახლეობის ინფორმირებას სხვადასხვა აქციებით.

გადავწყვიტეთ, ამ ფორმით მივაწოდოთ მოსახლეობას ინფორმაცია. მათ დავურიგეთ ბუკლეტები, რომელზეც დეტალურად წერია, როგორ უნდა დაიცვან თავი. ეს აქცია სხვადასხვა ფორმით გაგრძელდება,“ – განაცხადეს ორგანიზაციის წევრებმა.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თეა წულუკიანმა ლევან იოსელიანს მასტერკლასი ჩაუტარა ადამიანის უფლებათა დაცვაში” – ბონდო მძინარაშვილი

პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით სახალხო დამცველის წარდგენისას, მას მწვავე შეფასებებით...