spot_img
მთავარიკანონი და სამართალი2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით...

2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, ქ. თბილისში, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სამსახურმა, ცხელი ხაზის მეშვეობით, ასევე სახალხო დამცველის აპარატიდან, მედიაომბუდსმენიდან და დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან 319 პირის უფლებების დარღვევის თაობაზე მიიღო შეტყობინება, რომელთა შორისაც არიან, როგორც აქციის მონაწილეები, ასევე მედიის წარმომადგენლები. სამსახური მუდმივ რეჟიმში განაგრძობს შეტყობინებების მიღებას. თითოეულ შეტყობინებაზე, სამსახურის არსებული რესურსის მაქსიმალური გამოყენებით ხდება სწრაფი სამართლებრივი რეაგირება.

გამოძიების დაწყებიდან დღემდე, საგამოძიებო ორგანოში, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და სამედიცინო კლინიკებში გამოკითხულია 140 პირი (მათ შორის 5 ჟურნალისტი), 42 მოქალაქეს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა.

მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, სხვადასხვა ლოკაციებზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც იდენტიფიცირებული იქნა გამოძიებისათვის საინტერესო სამეთვალყურეო ვიდეოკამერები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საჯარო ინტერნეტ-სივრცეში არსებული ასეულობით საათის ხანგრძლივობის სატელევიზიო გადაცემების ჩანაწერების შესწავლა/ანალიზი.

შემთხვევის ადგილებზე განთავსებული კერძო და საჯარო ობიექტებიდან დაწყებულია ვიდეომასალის გამოთხოვის პროცესი. ვიდეომასალის გამოთხოვა, ასევე, მიმდინარეობს სხვადასხვა ტელეკომპანიებიდან.

სსიპ ,,საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან“  გამოთხოვილია ინფორმაცია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფის იმ თანამშრომელთა ვინაობის შესახებ, რომლებმაც აქციაზე დაშავებულ პირებს გაუწიეს სამედიცინო დახმარება. კლინიკებიდან მოთხოვნილია ინფორმაცია იმ პირთა სამედიცინო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, რომელთაც 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, საპროტესტო აქციაზე დაშავების შემდეგ გაეწია ამბულატორიული/სტაციონარული სამედიცინო დახმარება.

სამართალდამცავების გამოკითხვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტიდან მიმდინარეობს ადმინისტრაციული დაკავების ოქმებისა და შედგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის შეგროვება.

სამსახური, ყველა პირს, რომელიც უთითებს სამართალდამცავების მხრიდან საკუთარი უფლებების დარღვევის თაობაზე და მათ დამცველ ადვოკატებს, სისხლის სამართლის საქმეებთან წვდომის და საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას აქტიურად ატარებს. გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ  ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება.

ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გაიღვიძა ერთ დილას ივანიშვილმა და გადაწყვიტა, რომ ჰაერის და გარემოს დაბინძურება შემაწუხებელი და მისთვის...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ივანიშვილს მეტისმეტად მძიმე, არაპროგნოზირებადი და სახიფათო მდგომარეობა აქვს” – ვახო სანაია

ამ ბოლო პერიოდში, სხვადასხვა ღონისძიებაზე, საზოგადოების წინაშე წარდგნენ ბერა...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ნეტა არ გადავირეოდეთ მთელი საქართველო…” – ნინო ჯანგირაშვილი

სოციალურ ქსელში პეტერ მადიართან დაკავშირებით დაფიქსირებულ განსაკუთრებულ დამოკიდებულებასთან ერთად...