შაბათი, მაისი 10, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმონაცემები საპროტესტო აქციებზე დაზარალებულებთან დაკავშირებით - ჯანდაცვის სამინისტრო

მონაცემები საპროტესტო აქციებზე დაზარალებულებთან დაკავშირებით – ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემები საპროტესტო აქციებზე დაზარალებულებთან დაკავშირებით 29 ნოემბერი – 2 დეკემბერი:

29 ნოემბერი: რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, გადაიყვანეს 40 ადამიანი. აქედან, აქციის 36 მონაწილე, მედიასაშუალების 2 და შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 წარმომადგენელია. არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება – ნაწილმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულებები, ნაწილი კი მედიკოსების რეკომენდაციითა და მათი მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკაში რჩება…

30 ნოემბერი: რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, გადაიყვანეს 44 ადამიანი. აქედან, აქციის 27 მონაწილე, მედიასაშუალების 1 და შინაგან საქმეთა სამინისტროს 16 წარმომადგენელია. დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათმა ნაწილმა დატოვა სამედიცინო დაწესებულებები, ნაწილი კი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკაში რჩება.

1 დეკემბერი: გამართული საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, გადაიყვანეს 37 ადამიანიდან, 24 ადამიანი არის აქციის მონაწილე, 12 ადამიანი პოლიციელი და მედიის წარმომადგენელი, უნდა ვთქვათ, რომ საკმაოდ მძიმეა ის ტრავმები, რომლითაც შედიან პოლიციელები, მათ აღენიშნებათ დაზიანებები, რომელიც გამოწვეულია, მათ შორის, მძიმე მეტალის ნივთების სროლით და ა.შ. საკმაოდ საყურადღებო და სახიფათო ტრავმებზეა საუბარი.

2 დეკემბერი: საპროტესტო აქციების შედეგად, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, გადაიყვანეს 26 ადამიანი. აქედან, აქციის 23 მონაწილე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 წარმომადგენელია.

* * *

დაშავებულთა ნაწილი მედიკოსების მეთვლაყურეობის ქვეშ, კვლავ კლინიკებში რჩება, ნაწილმა კი სამედიცინო დაწესებულებები უკვე დატოვა. არც ერთი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ამასთან, სამედიცინო დახმარება გაეწია ყველა მოქალაქეს, ვისაც ამის საჭიროება ჰქონდა. მათ შორის – აქციის მონაწილეებს, მედიისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომელთაც არ ესაჭიროებოდათ ჰოსპიტალიზაცია.

აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს.

არავითარი გამართლება არ გააჩნია ძალადობას, სულერთია, ვისი მხრიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის აქედან გამომდინარე, ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ურყევია და ძალადობრივი ქმედებები გაუმართლებელი და შეუწყნარებელია“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოციანობა რომ დასრულდება და რუსი რომ საბოლოოდ წავა აქედან, მაშინ დაუბრუნდება ყველას თავისი ნამდვილი...

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

“ივანიშვილს ძალიან შეზღუდული აქვს იმ ადამიანების წრე, რომლებსაც შეუძლია ენდოს ქვეყნის ღალატის საკითხში” –...

“ამ მოღალატეთა ჯგუფის თავმჯდომარედ კობახიძის არჩევა მოსალოდნელიც იყო. ივანიშვილს...

“ეს სანქციები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ დასავლეთის ნაწილი ვართ” – ირაკლი ფავლენიშვილი

“ამ დასასანქცირებელთა სიით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქართველოს აღიქვამენ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...