შაბათი, ივნისი 28, 2025
27.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიWorld Travel Awards-ზე ბათუმი მსოფლიოს ყველა სეზონის ტურისტული...

World Travel Awards-ზე ბათუმი მსოფლიოს ყველა სეზონის ტურისტული მიმართულებად დასახელდა

ბათუმმა კიდევ ერთი ტურიზმის “ოსკარი” მოიპოვა. პორტუგალიის, კუნძულ მადეირაზე გამართულ World Travel Awards-ის გალა ცერემონიაზე, ბათუმი მსოფლიოს ყველა სეზონის ტურისტული მიმართულებად დასახელდა. პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად ბათუმმა კონკურენცია გაუწია ისეთ ქალაქებს, როგორებიცაა მელბორნი (ავსტრალია), ოსლო (ნორვეგია), ჟენევა (შვეიცარია), მიუნხენი (გერმანია), ასპენი (აშშ), ბეიჯინი (ჩინეთი) და ვისლერი (კანადა).

World Travel Awards“ -ზე ასევე გამოვლინდა 2024 წელს, მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული მიმართულებები, ქვეყნები, სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები და სატრანსპორტო კომპანიები. წელს, მსოფლიოს საუკეთესო საზღვაო მიმართულებად ალგარვე, ხოლო მსოფლიოს წამყვან ტურისტულ მიმართულებად პორტუგალია დასახელდა.

ბათუმი მუდმივად ვითარდება, აჭარის რეგიონს აქვს მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები, რომლებიც მიმზიდველია, როგორც ტურისტული და საინვესტიციო მიმართულება 4 სეზონის განმავლობაში.ეს ბუნებრივია ყურადღების მიღმა არ რჩება და “ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების” სტატუსის შემდეგ, ბათუმმა მიიღო ახალი აღიარება და მსოფლიოს ტურიზმის დაჯილდოვების ცერემონიაზე დასახელდა, როგორც “მსოფლიოს წამყვანი ყველა სეზონის ტურისტული მიმართულება. აღნიშნული ჯილდო მნიშვნელოვანია, რათა ჩამოყალიბდეს უფრო მეტი ნდობა ჩვენი ქალაქის მიმართ ვიზიტორებს და ინვესტორებში.

ეს აღიარება ხელს უწყობს ჩვენი ქალაქის პოპულარიზაციას და ცნობადობის ამაღლებას მსოფლიო მასშტაბით. ვულოცავ ბათუმს და ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთ პრესტიჟულ ჯილდოს და საერთაშორისო აღიარებას”, – განაცხადა ქრისტინე ძიძიგურმზ, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ.

ბათუმის ჯილდოს ეხმიანება გრემ კუკი, World Travel Awards-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი: “ვულოცავ ბათუმს გამარჯვებას – ყველა სეზონის ტურისტული მიმართულების ჯილდოს მოპოვებას, რაც მოიაზრებს თქვენი ქალაქისა და ზოგადად, საქართველოს ტურისტულ მიმზდიველობას წლის ნებისმიერ დროს, იქნება ეს გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა თუ ზამთარი.

ეს არის ქვეყანა, რომელმაც თავისი კლიმატით, სტუმართმოყვარე ხალხით, ტურისტული პოტენციალით, მზარდი მიმართულებიდან მოწინავე პოზიციაზე გადმოინაცვლა. ყველას გილოცავთ ამ წარმატებას. მოგზაურები ეძებენ სიახლეებს – სათავგადასავლო თუ ველნეს ტურიზმი, ქვეყნის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა, ბუნებრივი რესურსები, და რაც მთავარია ხალხი – რომელიც საქართველოს უდიდესი სიმდიდრე გახლავთ.

თქვენს ქვეყანას ახასიათებს გამორჩეული სტუმართმოყვარეობა და განსაკუთრებული კულინარია. მე და ჩემს გუნდს კარგად გვახსოვს შარშანდელი დახვედრის გამოცდილება, როდესაც ბათუმს ვესტუმრეთ. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ქვეყანასთან შეხება იწყება ჩასვლისთანავე მიღებული გამოცდილებით და სრულდება ქვეყნიდან გამგზავრებისას.

ჩვენი ისტორიის განმავლობაში კი სწორედ ბათუმში გვქონდა ასეთი დახვედრა და ასეთივე გაცილება. სწორედ ამიტომ, უდავოდ, ბათუმი და საქართველო არის ის ადგილი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით”.

2019 წლიდან დღემდე, ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო 6- ჯერ მოიპოვა. თავდაპირველად, როგორც ევროპის, ხოლო მოგვიანებით, როგორც მსოფლიოს სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ. 2023 წელს, კი მსოფლიოს ტურიზმის დაჯილდოების ევროპის გალა ცერემონიაზე, რომელსაც აჭარამ უმასპინძლა ბათუმი, აჭარა ევროპის ოთხი სეზონის ტურისტულ მიმართულებად დასახელდა.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

უზბეკი ტუროპერატორები აჭარას სტუმრობენ

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს უზბეკი ტუროპერატორები ეცნობიან. ისინი რეგიონს აჭარის...

“გამომყევი აჭარაში” კამპანიაში ჩასართველად რეგისტრაცია მიმდინარეობს

შიდა ტურიზმის სტიმულირების სარეკლამო კამპანია „გამომყევი აჭარაში“ ჩასართველად რეგისტრაცია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“თუ თავისუფლება არ გაქვს – არაფერი არ გაქვს. ბაგაზე დაბმული საქონელი ხარ” – ზურაბ...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის პირველი წერილი რუსთავის N220 საკნიდან: “აქედან ტვინს...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...