spot_img
მთავარიანალიტიკავახტანგ გომელაური: "სისხლის სამართლის სტატისტიკა ცალსახად მოწმობს, რომ...

ვახტანგ გომელაური: “სისხლის სამართლის სტატისტიკა ცალსახად მოწმობს, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა სტაბილურად მშვიდია და წლების მიხედვით უმჯობესდება”

იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, ასევე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატს, ვახტანგ გომელაურს მოუსმინეს.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სისხლის სამართლის სტატისტიკა ცალსახად მოწმობს, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობა სტაბილურად მშვიდია და წლების მიხედვით უმჯობესდება.

მისივე თქმით, პოლიციის საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით გრძელდება კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომლის ფარგლებში ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებები სრულად გაიმიჯნა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, აქტიურად გრძელდება უწყებათაშორისი საქმიანობა, რომლის ფარგლებშიც მომზადდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი, 2025-2028 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმის პროექტები, რომლებიც დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას წარედგინება.

2018-2024 წლებში სამინისტროს ავტორობით არაერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა: დანაშაულის, მათ შორის, ოჯახში ძალადობის და სქესობრივი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა, საგზაო უსაფრთხოების, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის რეგულირება, სერვისების განვითარება, სამსახურის გავლის საკითხების რეგულირება და სხვა“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

მისი თქმით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნაზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის დანაშაულის გამოძიების ხარისხს. ასევე, მიმდინარე წელს დამტკიცდება კანონპროექტი დნმ-ის ბაზის შექმნის შესახებ, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელშეკრულების ფარგლებში შეისყიდა და უკვე სარგებლობს სამი ახალი შვეულმფრენით, რომელიც მრავალფუნქციურია და სრულადაა დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, აქტიურად მიმდინარეობს საპატრულო პოლიციის რეფორმა, ფართოვდება საპატრულო პოლიციის მოქმედების არეალი, სრულად განახლდა ავტოპარკი და აღჭურვილობა. საპატრულო პოლიციის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით კი, გრძელდება ერთიანი მომსახურების ცენტრის კონცეფციის დანერგვა მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, შსს-ს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას საქართველოს საზღვრის ეფექტიანი დაცვა წარმოადგენს.

სიტყვით გამოსვლების შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

​კომიტეტებმა ვახტანგ გომელაურის კანდიდატურას და სამთავრობო პროგრამას მხარი დაუჭირეს.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

“ასეთ ფიქრებს ვერ იმახსოვრებ. მხოლოდ მაშინ მოდის, როცა აივანზე ზიხარ და გარეთ წვიმს. მოდის...

ქართველი პოეტის, პროზაიკოსის, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

“სამწუხაროდ, დღეს მთლიანად მთელი რადიკალური ოპოზიცია გარედან ხართ მართული” – ლევან მაჭავარიანი

„სამწუხაროდ, დღეს მთლიანად მთელი რადიკალური ოპოზიცია გარედან ხართ მართული“,...

“ისადა, რატომ არ ჰქონდა ქართულ ოპოზიციას 2024-ის არჩევნების დღეს დაორგანიზებული მიტინგი?!” – ხათუნა ლაგაზიძე

პოლიტიკის ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძე ოპოზიციას კონკრეტული შეკითხვა-მინიშნებებით მიმართავს: "ისადა, რატომ არ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...