spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საჭირო იქნება ამ საპროტესტო ენერგიის გარდაქმნა იმ ენერგიად,...

“საჭირო იქნება ამ საპროტესტო ენერგიის გარდაქმნა იმ ენერგიად, რომელიც მოიტანს ცვლილებას და ხელისუფლებამ ამ სინამდვილეს თვალი უნდა გაუსწოროს” – გიგი წერეთელი

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის’’ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი სააგენტო ,,პარალელთან’’ ინტერვიუში საუბრობს საპროტესტო მოძრაობასა და პარლამენტის სხდომის ლეგიტიმაციის შესახებ:

,,რაც შეეხება პარლამენტის სხდომას: როცა საუბარია არჩევნებზე, ქვეყნის შიგნით დიდ ნაწილს არ უღიარებია ეს არჩევნები და ეს ადამიანები აპროტესტებენ, ოპოზიციური პარტიები არ ცნობენ ამ შედეგებს, არჩეული პარლამენტის წევრები, ვინც არიან ამ შედეგებით და არ აპირებენ პარლამენტში შესვლას და უცხოეთიდან მუდმივად გვესმის ასევე არ აღიარება, არ ცნობა და საუბარია იმაზე, რომ არალეგიტიმური პარლამენტი არ უნდა მუშაობდეს და არ უნდა შედგეს… საქართველოს პრეზიდენტის მოსაზრებაც ყველამ ვიცით ამ მიმართულებით.

ამიტომ, ,,ოცნება’’ და ,,ოცნების’’ ლიდერები რას გააკეთებენ ამას ლეგიტიმურობის თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რა თქმა უნდა, ისინი შეეცდებიან ყველაფერს, მაგრამ რომც მოახერხონ ამ პარლამენტის რაღაცნაირად ამოქმედება ან მუშაობის დაწყება მათი გადაწყვეტილების ლეგიტიმაცია იქნება ძალიან დაბალი. პრაქტიკულად არ არსებობს ახლა ვიღაცისთვის დაბალი და უმეტესობისთვის ეს არ იქნება კანონიერი პარლამენტი იმიტომ, რომ ის არ ეფუძნება ჩვენი მოსახლეობის ნებას და გამოხატულებას იმ ნების, რაც არჩევნებზე აბსოლუტურად შებრუნდა, შეტრიალდა.

ამიტომ არის დღეს შეფასებები ამგვარი. ამიტომ არცერთი დემოკრატიული ქვეყნის ლიდერი ან პარლამენტი ან ვთქვათ მთავრობა არ ულოცავს, არ იზიარებს და პირიქით ჩვენ ვნახეთ ახლა მომავალ კვირას ევროპარლამენტში შესატანი რეზოლუციის პროექტი, სადაც მგონი პირველად არის საუბარი იმაზე, რომ სწორედ ახალი არჩევნები უნდა გახდეს საქართველოს დემოკრატიული განვითარების საფუძველი და ამ არჩევნებს ამ შედეგებს არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია ასევე ჩვენს პარტნიორებში.

ამიტომ თუ იზოლაციაში უნდა დარჩეს ქვეყანა, რაც მოსალოდნელი იყო კიდეც თუ ხელისუფლება გააგრძელებდა ამ პოლიტიკას, ეს არის სწორედ ძალიან დიდი დარტყმა და ის ხალხი, ვინც დღეს პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართავს ან ვინც ჯერ ფიქრობს უნდა ესმოდეთ თუ რისთვის არის ეს ყველაფერი, რისთვის არის ეს რაღაცა ენერგიის მობილიზება, არა ვინმეს პიროვნულად ვთქვათ დასანგრევად ან ანგარიშსწორებისთვის, არამედ სისტემური ცვლილებისთვის, რომ ჩვენ აღარ გვქონდეს პრობლემა, ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში დასრულდეს ამ გაყალბებულ არჩევნებზე ლაპარაკი და რაღაცა ნდობა გაჩნდეს. არჩევნები იყოს ისეთივე მოვლენა, როგორც არის ნორმალურ, ცივილიზებულ ქვეყნებში.

ამიტომ მე მგონია, რომ ყველა მცდელობა ამის მიველირების და აი ამ პროტესტის და არჩევნების მიტაცების რაღაცნაირად ჩაცხრობის და გაქრობის, თითქოს ხომ, დღის წესრიგიდან, ეს გამორიცხულია ვერ მოხდება და ამიტომ საჭირო იქნება ნამდვილად აი ამ საპროტესტო ენერგიის საბოლოო ჯამში გარდაქმნა იმ ენერგიად, რომელიც მოიტანს ცვლილებას და ხელისუფლებამ ამ სინამდვილეს თვალი უნდა გაუსწოროს’’,- განაცხადა გიგი წერეთელმა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“იქნებ ახლა მაინც მიხვდეთ, რომ ყველას შეგეხებათ და ყველას ჯიბეს გაანადგურებს ეს წყობა” –...

საქათველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე გაზარდა. ორგანიზაცია “საზოგადოება...

“ხალხი ზუსტად იმდენად არის გაბედული, სადამდეც გაბედულია მისი ლიდერები” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას,...

“მათ სახელმწიფო გადატრიალების დავალება ჰქონდათ, მაგრამ შესაბამისმა სამსახურებმა მაღალ დონეზე იმუშავეს” – კახა კალაძე...

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების...

“ბატონი პაატა ბურჭულაძე – გენიალური ადამიანი, კეთილშობილი სული, ლეგენდარული არტისტი, უდიდესი პიროვნება…” – ანიტა...

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძისთვის 7-წლიანი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს…” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას ირონია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით: "შინაგანად ირაკლი...

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...