spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს "მურუსიძის სასამართლო", მხოლოდ ერთი პრეზიდენტ სააკაშვილის გასასამართლებლად...

“ეს “მურუსიძის სასამართლო”, მხოლოდ ერთი პრეზიდენტ სააკაშვილის გასასამართლებლად არის ობიექტური??” – თაკო ჩარკვიანი სალომე ზურაბიშვილს მიმართავს

პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის გიორგი გაბუნიას ინტერვიუს ეხმაურება, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და კონკრეტული შეხსენება/შეკითხვებით მიმართავს პრეზიდენტს:

გიორგი გაბუნიას ინტერივიუს ვუსმინე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. გიორგიზე არ ვისაუბრებ, რადგან ისედაც ბევრჯერ მითქვას მისთვის პირადად და ღიად ტვ ეთერშიც, რომ საინტერესო პიროვნება და ინტელექტუალური ადამიანი და პროფესიონალი ჟურნალისტია, ამ ინტერვიუშიც ასეთი იყო.

რაც შეეხება ქ-ნ პრეზიდენტს, ბევრი საინტერესო პასაჟი ჰქონდა ინტერვიუში გასათვალისწინებელი, მაგრამ ერთმა ფრაზამ ყური მომჭრა: ”მე ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ვარ” – აი ამ ფრაზამ მიიქცია ჩემი ყურადღება, რადგან ობიექტურობა მოითხოვს და მინდა ვუთხრა ქალბატონ პრეზიდენტს, რომ: არა ქალბატონო სალომე, არ ხართ 2018 წელს ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, არამედ “ოცნების” მიერ არჩეული ხართ და მაშინაც ასე გააყალბა ამ ოლიგარქის ხელისუფლებამ არჩევნები, უბრალოდ მაშინ თქვენ არ გაწყობდათ ამ გაყალბების დანახვა და არც ახლა აღიარებთ სიმართლეს, რადგან თქვენ მაშინ უნდა გამხდარიყავით პრეზიდენტი!

დიახ, გააყალბეს მაშინაც ხალხის ხმები!!

მე შემეძლო ეს სტატუსი არ დამედო და არ მომემართა, (მე “წამგებიანად-მომგებიანად” არ ვცხოვრობ და მიმაჩნია რომ ორმაგი სტანდარტი და სიმართლის ართქმა არის სწორედ ამ ქვეყნის უბედურება) მაგრამ მოგმართავთ იმიტომ, რომ თუ გინდათ გენდოთ და ნდობა დაიბრუნოთ ხალხის, უნდა თქვათ სიმართლე, ყველას გვახსოვს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ბილბორდებზე (თქვენს გამო) გამოჭიმული ოლიგარქი ივანიშვილი და “სხვანი”…

ასე რომ, ჩემი გულწრფელი რჩევაა, ობიექტური სიმართლე თქვათ, თქვათ რომ 2018 წელსაც გაყალბდა საპრეზიდენტო არჩევნები, თორემ ასე ტყუილ-მართლის მოსმენას, რომელსაც თავს გვახვევთ, ამ ტყუილ-მართლით ნდობას ვერ დაიმსახურებთ!

ანუ რას ამბობთ და ამტკიცებთ, რომ მხოლოდ ეს არჩევნები – 2024 წლის არჩევნები გააყალბა ოცნების ხელისუფლებამ?? და სხვა არჩევნები, როცა თქვენ გირჩევდნენ პრეზიდენტად, მაშინ 2018-ში არა?? 😊უხერხულია!!
ის იყო მომეწონა თქვენი საუბარი და ჰოი საოცრებავ… აკი თითქოს ახალ გზას დაადექით და გამიხარდა კიდევაც და… ვფიქრობ ახალი გზა მხოლოდ სიმართლეს უნდა ემსახურებოდეს!!

გამიხარდება თუ გაითვალისწინებთ ამ რჩევას!✌️

და კიდევ:
ეს “მურუსიძის სასამართლო”, მხოლოდ ერთი პრეზიდენტ სააკაშვილის გასასამართლებლად არის ობიექტური?? სხვა შემთხვევაში “ოლიგარქის ჯიბის” არის?

ვფიქრობ ამ შემთხვევაშიც მეტად ობიექტური რომ იყოთ უფრო წაადგებოდა საქმეს!” – წერს თამარ ჩარკვიანი ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მოკლედ, გავდივართ რთულ და მძიმე პროცესს, როდესაც ყველა ქვეწარმავალი გამოძვრა… საზოგადოებაში დაგროვდა პასუხგაუცემელი კითხვები”...

სხვადასხვა პროცესების მიმოხილვას და თავისი პოზიციების დაფიქსირებას ახდენს კონკრეტული...

“ის ადამიანები, რომლებიც ლანძღავენ და ეზიზღებათ ერთმანეთი, ხელახლა დაჯგუფდნენ” – ლევან მაჭავარიანი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი...

“ბიძინას გათვლით, დასავლეთის სიჯიუტე და პრანჭვა ადრე თუ გვიან უნდა დასრულდეს, აღიარონ მასთან მარცხი”...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის...

“ძალიან დიდ ისტორიულ გაუგებრობასთან და უსამართლობასთან გვაქვს საქმე” – მიხეილ სააკაშვილი

სომხეთში გაიმართა ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის (EPC) საკმაოდ წარმომადგებლობითი მე-8...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს…” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას ირონია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით: "შინაგანად ირაკლი...

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...