spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და არჩევნებში დამარცხებულ "მთავრობას"...

“ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და არჩევნებში დამარცხებულ “მთავრობას” მთავრობას. ისინი არიან თვითმარქვია პრემიერი და თვითმარქვია მთავრობა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარი ოფიციალური გვერდის მეშვეობით, ეხმაურება ვაჟა სირაძის ფორმით გამოსვლას და ასევე კონკრეტულ შეთავაზება/მიმართვას ავრცელებს მედიის მიმართ:

,,ვ. სირაძე იმიტომ გამოვიდა ფორმით პირველად რომ რიგითი პოლიციელების ხალხის მხარეზე გადასვლის ძალიან ეშინიათ. რაც მეტი ზეწოლა იქნება ხალხის მხრიდან, მით მეტად გაიზრდება პოლიციის მიერ უკანონო მთავრობის ბრძანების არშესრულების შესაძლებლობა.

ასევე მინდა მოვუწოდო მედიას – ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და არჩევნებში დამარცხებულ „მთავრობას“ მთავრობას. ისინი არიან თვითმარქვია პრემიერი და თვითმარქვია მთავრობა. ასე ეძახიან მადუროს და ლუკაშენკოს მსოფლიოში. თუ ჩვენც შემოვიტანთ ამ ტერმინებს, მინიმუმ ევროპული ქვეყნები აიტაცებენ.

ჩვენ ხომ ასე ვეძახით აფხაზი სეპარატისტების საოკუპაციო რეჟიმს „თვითმარქვია პრეზიდენტს“ და „თვითმარქვია მთავრობას“, ასევე უნდა მივუდგეთ თბილისის რუსულ რეჟიმს.

მე ასევე ძალიან მომწონს სახალხო მთავრობის და სახალხო პარლამენტის იდეა.

ნიშანდობლივია რომ პროტესტს გაუჩნდა თავისი საკუთარი სიმბოლო- გაყალბების შავი ლაქა. ყველა წარმატებულ მოძრაობას სჭირდება თავისი სიმბოლო.

პირდაპირი პარალელი არაა, მაგრამ ვარდების რევოლუციის სიმბოლო იყო ხუთჯვრიანი დროშა, რომელსაც აქტიურად ებრძოდა შევარდნაძის ხელისუფლება”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ოლიგარქიული სახელმწიფო: სამი რამ გადაბმული ერთმანეთში…” – ანა დოლიძე

სასამართლო ხელისუფლებაზე აქცენტით, ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს პარტია "ხალხისთვის"...

“საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები. არ არსებობს 1 კადრიც კი სადაც ჩვენ ამასთან...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“არა, მე არ მისმენია ბიძინას ხუჭუჭა ლაქიისთვის აშშ-ს საელჩოს ეზოში” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს აშშ-ს...

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...