spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: "რადიკალიზმის დრო ქვეყანაში დამთავრებულია"

კახა კალაძე: “რადიკალიზმის დრო ქვეყანაში დამთავრებულია”

ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქცია რადიკალიზმის ნაწილია, თუმცა რადიკალიზმის დრო ქვეყანაში დამთავრებულია, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქში მიმდინარე აქციას თბილისის მერი კახა კალაძე.

მისივე თქმით, არჩევნების გაყალბების საკითხის წინ წამოწევა ოპოზიციის ცრუ კამპანიაა”

აქციებს რაც შეეხება, იმ ფორმით, როგორითაც ვხედავთ, ეს არის რადიკალური ქმედებები რადიკალების მხრიდან. ისინი დამარცხდნენ არჩევნებში, მოსახლეობის უმრავლესობამ მათ მიუჩინა შესაბამისი ადგილი და გაისტუმრა პოლიტიკურ სანაგვეზე.

ისინი მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ატყუებდნენ ამ ადამიანებს, ეუბნებოდნენ, რომ თითქოს ისინი გამარჯვებულები იყვნენ, შემდეგ, არჩევნების დღეს, ყალბი ეგზიტპოლები აჩვენეს, იზეიმეს კიდეც და შემდეგ უკვე დაიწყეს ცრუ კამპანია, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა. ისიც, რასაც ვხედავთ ჭავჭავაძის გამზირზე, არის რადიკალიზმის ნაწილი, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში ვისმენდით კონკრეტული განცხადებების სახით, თუმცა, რადიკალიზმის დრო დამთავრებულია ქვეყანაში, ყოველთვის იქნება დამარცხებული რადიკალიზმიც და ბოროტებაც“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის მიმართ განხორციელებულ აქტს, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რაიმე გამოხმაურება ექნება.

ჩვენ სახეზე გვაქვს ორმაგი სტანდარტი. ის, რასაც ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან განხორციელებული ქმედებების სახით, რა თქმა უნდა, მოდის გარედან. მათი პატრონები რასაც ეუბნებიან, ეს უსამშობლო, მოღალატე აგენტურა აკეთებს ყველაფერს. არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ კალანდარიშვილთან მიმართებაში იმ ამაზრზენ ქმედებას ვინმე გამოეხმაურება ან დაგმობს. ეს ჩვეულებრივი დავალებებია, რომელსაც კონკრეტული წვრილფეხა რადიკალები თავჩაღუნულები ასრულებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, მამუკა ხაზარაძის და გიორგი გახარიას გუნდები ემიჯნებიან თუ არა ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე აქციას, კახა კალაძე პასუხობს, რომ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

ამ ყველაფერს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ქვეყანაში ჩვენ გვექნება მშვიდობა, სიმშვიდე, მოხდება ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. რამდენიმე დღეში პარლამენტი უკვე შეიკრიბება, დამტკიცდება პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი.

რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ იმ დაპირებების შესრულებას, რომელიც გაჟღერებული იყო ჩვენი მხრიდან. დღეს ჩვენ გაჩერების შესაძლებლობა არ გვაქვს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდეს, წინ წავიდეს და მოსახლეობამ იგრძნოს კეთილდღეობა“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქოცების საქმე ახლა ასეა: მაგრამ ხანგრძლივ ეს ბიძინა გაახარებს ვინმეს განა?” – ლელა ჯეჯელავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის, წარსულში "ქართუ ჯგუფის"...

“მე მამაჩემი თვალებში ამაყად მიყურებს იმიტომ, რომ სიკეთის და ამ ქვეყნის სიყვარულის გარდა ცხოვრებაში...

"ბატონ ირაკლი ხუსკივაძეს მინდა მივმართო - მაინტერესებს, მაშინ მაინც...

“ფასების საკითხებით პოლიტიკური მანიპულაციები საცოდავ შთაბეჭდილებას ტოვებს” – გია ნოდია

ფასებთან საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე მსჯელობებს თუ შეფასებებს, კონკრეტული პოზიციით...

“ნომინალური დემოკრატიის შექმნა და დასავლური ორიენტირი პრაქტიკულად ხელახლაა დასაწყები” – არჩილ გამზარდია

სომხეთში გამართულ ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის (EPC) მე-8 სამიტზე მთავრობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს…” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას ირონია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით: "შინაგანად ირაკლი...

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“სასაცილოდაც არ მყოფნის, ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა” – ელენე ხოშტარია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" და "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ემოციური პოზიცია-შეფასებები,...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...