spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვინც მოთქვამთ ახლა ამ კაცზე, რომელმაც ქვეყანას მომავალი...

“ვინც მოთქვამთ ახლა ამ კაცზე, რომელმაც ქვეყანას მომავალი დაუსახიჩრა, ხართ აფერისტი ფარისევლები” – ნინო ჯანგირაშვილი გიორგი კალანდარიშვილთან დაკავშირებით

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილისთვის შავი საღებავის შესხმის ფაქტს ეხმაურება კონკრეტული შეფასება-მინიშნებებით:

რა თქმა უნდა, ჯანმრთელობას ვუსურვებ გიორგი კალანდარიშვილს, მაგრამ:

ყურადღებით ვუყურე საღებავის შესხმის ვიდეოს. არცერთ მომენტში თვალისკენ ხელი არ წაუღია, არც არსად ჩანს, რომ თვალში რამე შეესხა. როცა თვალში რაღაც გხვდება და თვალი გეწვის ან გტკივა, ინსტიქტურად რაღაც მოქმედებებს აკეთებ, რაც კალანდარიშვილს არ გაუკეთებია.

ამ ფოტოზეც კარგად ჩანს, რომ თვალი საღებავის შესხმის შემდეგ არის საღსალამათი და აქვს გახელილი. 32 წუთიანი გაუჩინარების დროს რა მოხდა ისეთი, რომ თვალი გადაუსკოჩეს და ისე დააბრუნეს სხდომათა დარბაზში არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით ეს არის იაფფასიანი სიმულიანტობა, რომ საღებავის შემსხმელს ბრალი დაუმძიმდეს.

ასე რომ, ვინც მოთქვამთ ახლა ამ კაცზე, რომელმაც ქვეყანას მომავალი დაუსახიჩრა, ხართ აფერისტი ფარისევლები“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნინო ჯანგირაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კომისიამ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი”...

მიტროპოლიტ იობისთვის თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით...

“ეს არის აბსოლუტური უკანონობა, რაც ხდება” – გიორგი ვაშაძე ე.წ. “4 ოქტომბრის საქმეზე”

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე"...

“ნომინალური დემოკრატიის შექმნა და დასავლური ორიენტირი პრაქტიკულად ხელახლაა დასაწყები” – არჩილ გამზარდია

სომხეთში გამართულ ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის (EPC) მე-8 სამიტზე მთავრობის...

“უნდა პოლიტიკას მიაბას ამ საწყალი ხალხის პრობლემა” – ზაალ ანჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილზე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს…” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას ირონია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით: "შინაგანად ირაკლი...

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“სასაცილოდაც არ მყოფნის, ბიძინა ივანიშვილს რომ ჰგონია, დამსაჯა” – ელენე ხოშტარია

"კოალიცია ცვლილებებისთვის" და "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას ემოციური პოზიცია-შეფასებები,...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...