spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიაუცილებელია პირველადი ჯანდაცვის ექიმების გადამზადება, მკაფიო ინსტრუქციები და...

აუცილებელია პირველადი ჯანდაცვის ექიმების გადამზადება, მკაფიო ინსტრუქციები და ტესტირების გაფართოება! – აცხადებს სერგო ჩიხლაძე

ჯანდაცვის პოლიტიკის ექსპერტი, მედიცინის დოქტორი სერგო ჩიხლაძე სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმიანება ქვეყანაში კორონავირუსზე პირველადი ჯანდაცვის რგოლის მზადყოფნის და ვირუსზე ტესტირების საკითხს. მას  მიაჩნია, რომ ტესტირების გაფართოება და დეცენტრალიზაცია მნიშვნელოვნად გაზრდის გამოვლენის შემთხვევებს:

  • აუცილებელია ტესტირების ხელმისაწვდომობის გაზრდა! მეტი ტესტები, მათ შორის, სწრაფი ტესტებიც განსაზღვრულ შემთხვევებში! ის ალგორითმი, რაც დღეს გვაქვს, ვერ გამოავლენს დროულად მე-3 ან მე-4 რიგის გადაცემას! ამბულატორიული და ნაკლები სიმპტომების მქონე პაციენტები არ უნდა გაგვეპაროს! სხვა ქვეყნების, მაგალითად სამხრეთ კორეის პრაქტიკაც ამას მოწმობს, – იქ სადაც მაღალია დროული ტესტირების მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე და პლუს ჯანდაცვის სისტემის მაღალი მზაობა, შედეგებიც ბევრად უკეთესია (დაბალი ლეტალობა 0.7% და დროული გამოვლენა).
  • პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებს უნდა მიეცეს ნათელი და განსაზღვრული ინსტრუქცია როგორი ტიპის პაციენტი გაგზავნონ ტესტირებაზე, როგორ მართონ სავარაუდო პაციენტი ამბულატორიულად თუ ბინაზე. ამავე დროს საჭიროა მათი გადამზადება კორონავირუსის მქონე პაციენტების მართვა რომ ეფექტურად შეძლონ, რაც დღემდე არ გაკეთებულა.
  • ჰოსპიტალების მზადყოფნა! ყველა კლინიკა სურვილის შემთხვევაში ვერც მიიღებს ინფექციურ პაციენტს! სათანადო ინფრასტრუქტურა, ვენტილაცია, ბოქსირება, სეგმენტაცია, თანამედროვე დიაგნოსტიკა (CT და სხვა) იმავე ადგილას, იმავე კლინიკაში. მკაფიო ინსტრუქციები და გაიდლაინები პერსონალსაც და სამედიცინო დაწესებულებასაც! წინააღმდეგ შემთხვევაში ჰოსპიტალები თავად გახდებიან ინფექციების წყაროები!
  • და რაც მნიშვნელოვანია, შესაბამისად გადამზადებული სამედიცინო პერსონალი ამ დამატებით ჰოსპიტალებში (ყველა ექიმს არ შეუძლია ინფექციური პაციენტის მართვა). გამოვიყენოთ დროულად ჩვენი მაღალი დონის ინფექციონისტები და ეპიდემიოლოგები მათი კოლეგების დასატრენინგებლად!“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე სერგო ჩიხლაძე.
spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბავშვთა დაცვის დღე საქართველოში მხოლოდ თარიღია” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია რიგითი ოჯახის ხარჯებთან...

“❓რა მოხდა, 25 მაისის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესზე და რა დაიბარა დედამ😊” – ელისო...

25 მაისის, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ, ელისო კილაძის სასამართლო...

“მართლმსაჯულება იქცა ივანიშვილის სარდაფად. ესაა ადამიანების გატაცება საზოგადოებრივი სივრციდან” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სასამართლო-სამართლებრივი სისტემის კონკრეტულ სქემაზე საუბრობს: "რა პრაქტიკა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...