spot_img
მთავარიარჩევნებიკახა კალაძე: "გარედან ვერავინ დაგვინიშნავს ხელისუფლებას"

კახა კალაძე: “გარედან ვერავინ დაგვინიშნავს ხელისუფლებას”

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, მწვავე პოზიცია-შეფასებებით ეხმაურეება ევროპარლამენტარების იმ ნაწილის პოზიციას, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევიან.

როგორც თბილისის მერი აღნიშნავს, – მისი გუნდი, პირველ რიგში, ქვეყნის ეროვნულ ინტერესს დაიცავს:

ჩვენ გარედან ვერავინ დაგვინიშნავს ხელისუფლებას, ეს არის ქართველი ხალხის შეურაცხყოფა. ჩვენ ამას ვისმენთ უკვე ძალიან დიდი ხანია და ვიღაცებს ჰგონია, რომ საქართველო არის მათი კოლონია და თვითონ ბრიუსელში ან სადღაც რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ, ისე უნდა იყოს ყველა – ცალ ფეხზე უნდა იდგეს, უნდა დაითმოს ქვეყნის სუვერენიტეტი, ქვეყნის დამოუკიდებლობა და ინტერესები. არ გამოვა ასე.

საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც ირჩევს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. ამას უნდა შეეგუოს ყველა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. დღეს მილიონ 120 ათასმა ადამიანმა „ქართულ ოცნებას“ ანდო ქვეყნის ბედი, ჩააბარა ხელისუფლება, ქვეყნის მართვა. იმიტომ, რომ ჩვენ ვართ გუნდი, ვინც პირველ რიგში, იცავს ეროვნულ ინტერესს, ატარებს ქართველი ხალხის ინტერესს და ეს დამოკიდებულება მომავალშიც ასეთი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, არჩევნებს აფასებს ეუთო/ოდირი და ამ ორგანიზაციის როგორც შუალედური ანგარიში, ასევე საბოლოო დასკვნა იყო დადებითი:

ჩვენ ვისმენთ სპეკულაციურ პოლიტიკურ განცხადებებს, რომელსაც ევროპარლამენტარები აჟღერებენ. ეს კატეგორიულად მიუღებელია…

2012 წლიდან ჩართული ვარ არჩევნებში და ასეთი მშვიდი წინასაარჩევნო გარემო არ მახსოვს. ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა, ჩაეტარებინა საარჩევნო კამპანია, შეხვედროდნენ მოსახლეობას, ძალიან მშვიდი, სტაბილური გარემო იყო და ყველას ჰქონდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.

არჩევნების დღეს 25 000 დამკვირვებელი, პარტიების 25 000 წარმომადგენელი და კომისიის 25 000 წევრი იყო, რა გაყალბებაზეა საუბარი?! 2000-მდე უცხოელი დამკვირვებელი, რომელთა განცხადებებს ვისმენდით პირდაპირ ეთერებში, რომ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს არჩევნები და ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა, სადაც პირდაპირ თქვეს, რომ არჩევნები იყო თავისუფალი, ხალხს ჰქონდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა და იყო მრავალპარტიული. სხვა სპეკულაციური პოლიტიკური განცხადებები კატეგორიულად მიუღებელია იმიტომ, რომ თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობაა და თეთრზე გვიმტკიცებენ, შავიაო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მოქალაქეებს კი არ უნდა ეჩხუბოთ, პარტნიორად უნდა გაიხადოთ, თანასწორად და არა იერარქიულად” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია კონკრეტულ შენიშვნებს და...

“გაიღვიძა ერთ დილას ივანიშვილმა და გადაწყვიტა, რომ ჰაერის და გარემოს დაბინძურება შემაწუხებელი და მისთვის...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “ოპოზიციის ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“მოუწევს კობახიძეს ისევ თემურ ლენგის მარშრუტებზე დაბრუნება” – შოთა უტიაშვილი

"ქართული ოცნების" მოკავშირე უნგრეთის ლიდერის, ვიქტორ ორბანის პარტიის მარცხს,...

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს კვების პრობლემა არ შეექმნათ, ხალხს მშიერს ვერ დავტოვებთ” –...

თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ უფასო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...

18-20 აპრილის ამინდის პროგნოზი – საქართველოში ცვალებადი ამინდებია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია 18-20 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის...