ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილმა ქვეყანაში გააუქმა არჩევნები და გააუქმა სასამართლო" -...

“ივანიშვილმა ქვეყანაში გააუქმა არჩევნები და გააუქმა სასამართლო” – თინა ბოკუჩავა

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა მწვავე შეფასებებს აკეთებს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებსა და სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით:

ივანიშვილმა ქვეყანაში გააუქმა არჩევნები და გააუქმა სასამართლო, რომლის მორიგი დასტურია დღევანდელი სასამართლო სხდომა, რომელიც ვერც კი ჩაატარეს იმდენად სამარცხვინო გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს სამმა ქალმა მოსამართლემ, რომლებსაც ამჯერად დაევალათ გაყალბებული არჩევნების დაკანონების დანაშაული. ეს არის მოსამართლე თამარ ონიანი, ნინო ჭიჭიაშვილი, ილონა თოდუა, რომლებმაც ვერც კი გაბედეს, იმდენად სამარცხვინო იქნება მათი გადაწყვეტილება, რომ ჩაეტარებინათ სხდომა მხარეების მონაწილეობით და ზეპირი განხილვის გარეშე მალულად გამოიტანენ გადაწყვეტილებას იმისთვის, რომ დააკანონ გაყალბებული არჩევნები.

მთელ სასამართლო სისტემაში იმდენად დაიმონა მთელი მართლმსაჯულების სისტემა ივანიშვილმა, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთ მოსამართლეს პირველ ინსტანციაზე თეთრიწყაროში ვლადიმერ ხუჭუას სახით აღმოაჩნდა გამბედაობა და კეთილსინდისიერება, რომ დაედასტურებინა 25 ოქტომბრის არჩევნების ტოტალურად გაყალბება, ფარულობის და თავისუფალი ნების გამოხატვის კონსტიტუციური პრინციპები.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნების დღეს და წერა 600 საჩივარი, ასევე გაასაჩივრა ყველა საოლქო კომისიის შემაჯამებელი ოქმო და მოითხოვა ყველა უბნის ბათილობა. აღნიშნულის განხილვის გარეშე ეს გადაეცა ცესკოს, რომელიც ასევე უკვე გასაჩივრდა პირველი ინსტანციის სასამართლოში, სადაც ჩვენ ვნახეთ, რომ ივერი აბაშიძემ მორიგ სამარცხვინო გადაწყვეტილებაში არ მიიღო არცერთი ჩვენი შუამდგომლობა, იქნებოდა ეს საკონტრაქტო პირობების განხილვა სასამართლოს წინაშე, რომელიც დაადასტურებდა, რომ ცესკომ უკანონოდ ჩაანაცვლა მარკერები, ასევე დაამონტაჟა უკანონოდ სათვალთვალო კამერები.

ყველა შუამდგომლობაზე უარი თქვა ივერი აბაშიძემ და შეასრულა რეჟიმის დავალება გაყალბებული არჩევნების დაკანონებასთან დაკავშირებით. ასე რომ ფაქტია, რომ ამ ქვეყანაში გაუქმებულია არჩევნები, გაუქმებულია სასამართლო და ერთადერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში არის საერთაშორისო გამოძიება, რომელთა დაკავშირებითაც ოთხივე ოპოზიციურმა პარტიამ მივმართეთ საერთაშორისო თანამეგობრობამ იმისთვის, რომ საზოგადოების წინაშე დამტკიცდეს საყოველთაოდ ცნობილი სიმართლე, რომ ეს არჩევნები გაყალბებულია, გაუქმებულია არჩევნების ინსტიტუტი ამ ქვეყანაში და გაუქმებულია სასამართლო, რომელიც მონური მორჩილებით ასრულებს რეჟიმის დავალებას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ინფორმაციას “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“უკანონობის ისეთ ეტაპს მივაღწიეთ, რომ შევარდნაძისა და სააკაშვილის ეპოქას ნოსტალგიით ვიხსენებთ!” – ფადი ასლი

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ბიზნესმენი ფადი ასლი ქვეყანაში არსებულ...

“რავი ძაან ბრუტალურად დაიწყეს და ბოლოს მასობრივ მოფსმევინებაზე გადავიდნენ” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ნარკოტესტებზე შესამოწმებლად ახალგაზრდების,...

“ქართულ ოცნებაში” მიმდინარე “რაზბორკები” ადასტურებს, რომ ის თავისი ბუნებით მაფიოზური წარმონაქმნია – გია ნოდია

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში შექმილი რეალობის შესახებ საუბრობს განათლების ყოფილი...

“ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვა ისედაც იგულისხმებდა მის აღიარებას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია მიხეილ ყაველაშვილის მიერ დაპატიმრებული ოპოზიციონერი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...

“ომი გინდათ?” – ამ კითხვის დამსმელი რეგვენი ქოცი ერთხელ მაინც უნდა გაუშვა ომში! –...

უკრაინაში მიმდინარე ომის შეფასებას ახდენს "ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი...