შაბათი, ივლისი 12, 2025
30.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართულ ოცნებას" ლეგიტიმაცია კი უნდა, მაგრამ თუ ვერ...

“ქართულ ოცნებას” ლეგიტიმაცია კი უნდა, მაგრამ თუ ვერ მიიღებს, შეუძლია გააყალბოს კონსტიტუციაც, პარლამენტის რეგლამენტიც და ა.შ. – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია მმართველი პარტიისგან მოსალოდნელ ქმედებებსა და ქვეყანაში პროცესების განვითარების სავარაუდო სცენარზე საუბრობს:

ქართულ ოცნებას” ლეგიტიმაცია კი უნდა, მაგრამ თუ ვერ მიიღებს, შეუძლია გააყალბოს კონსტიტუციაც, პარლამენტის რეგლამენტიც და ა.შ. ხელოვნური ინტერპრეტირების გზით, ის შეკრიბავს პარლამენტსაც, დაამტკიცებს მთავრობასაც, სადაც დასჭირდება, გადაწყვეტილებებში ჩართავს სასამართლოსაც.

ძალაუფლების განხორციელების კუთხით პრობლემას არ შეიქმნის, რადგანაც ძალაუფლებას ფლობს.

პოლიტიკური და საერთაშორისოდ აღიარებული სამართლებრივი ლეგიტიმაციის გარეშე ძალაუფლების განხორციელება უზურპაცია კი არის, თუმცა ჩვენ მივიღებთ საინტერესო ჰიბრიდს, სადაც პოლიტიკური კრიზისი კი იქნება, თუმცა არ იქნება ძალაუფლების კრიზისი.

გარეგანი ზემოქმედება – იქნება ეს სანქციები თუ ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ან სხვა, ნაკლებად შეუქმნის კრიზისს ძალაუფლებით ცენტრ(ებ)ს საქართველოში, თუმცა სამოქალაქო დონეზე იქნება კრიზისი პრაქტიკულად ყოვლისმომცველი, როგორც ეკონომიკურ, ასევე თავდაცვის და ა.შ. უსაფრთხოების კუთხით.

საწყის ეტაპზე პროცესები ხელისუფლებას ნაკლებად შეუქმნის პრობლემას ძალაუფლების განხორციელებაში, მომდევნო ეტაპის პერსპექტივა კი უფრო ბუნდოვანია“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე არჩილ გამზარდია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვა ისედაც იგულისხმებდა მის აღიარებას” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია მიხეილ ყაველაშვილის მიერ დაპატიმრებული ოპოზიციონერი...

“დაველოდოსთ, როგორც ის ბრძენი კაცი იტყოდა😎🤓🤓🤓” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე სკანდალურ მინიშნებებს აკეთებს: "ბოლო...

“ამაყი ვარ, რომ ჩვენი განხორციელებული პროექტებით, ქალაქში შევქმენით არაერთი მიზიდულობის ცენტრი – სკვერებითა და...

თბილისის მერმა კახა კალაძემ გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...