პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია საგანგებო ბრიფინგზე განცხადებას აკეთებს ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ არ დაუშვან საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმება:
,,ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ვთვლი, რომ იქნება არასწორი. ეს იქნება ქართველი ხალხის დასჯა იმის მაგივრად, რომ კონკრეტულად დასაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც არჩევნები გააყალბეს და ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაში არიან დამნაშავეები.
რატომ უნდა დასაჯონ რიგითი მოქალაქეები, ახალგაზრდები?!…
ვიზალიბერალიციის შეჩერების მაგივრად უნდა დასანქცირდეს ის ხალხი, ვინც ქვეყანა აქამდე მიიყვანა. სხვანაირად, ქართველი ხალხის ამას სწორად ვერ და არ აღიქვამს, ან როგორც მინიმუმ, შენ თუ ხალხს უუქმებ ამ მიღწევას, მაშინ იქაც დაამძიმე სიტუაცია.
ჩვენი მოწოდება ევროპელი კოლეგებისთვის იქნება – დაანებეთ თავი სავიზო რეჟიმს და მიხედეთ იმ ხალხს პერსონალურად, რომლებიც დღეს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას უშლიან ხელს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე