კვირა, ივლისი 13, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მარტივი კითხვაა - რა ეზეიმებოდათ თუ არჩევნები გაყალბდა?"...

“მარტივი კითხვაა – რა ეზეიმებოდათ თუ არჩევნები გაყალბდა?” – კახა კალაძე ოპოზიციის ბრალდებებზე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციას საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია.

ამის შესახებ მან არჩევნების შესაძლო გაყალბების ფაქტებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა:

ბუნებაში არ არსებობს მსგავსი რამ. რა მტკიცებულებებზეა საუბარი? ამას ვამბობთ ამდენი ხანია. არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა და მას შემდეგ მიდის საუბარი ამაზე. ჯერ იზეიმეს 20:00 საათზე, მთელი ტაშ-ფანდური ჰქონდათ გამართული. მარტივი კითხვაა – რა ეზეიმებოდათ თუ არჩევნები გაყალბდა?

მთელი კამპანიის განმავლობაში ატყუებდნენ თავიანთ ამომრჩეველს, იგებდნენ რაღაც გაუგონარი კვლევებით, ეგზიტპოლებით, შეცდომაში შეყავდათ და დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ამის შემდეგ დაიწყეს ცრუ ბრალდებები, სადაც არანაირი ფაქტი არ არსებობს.

ამდენი ხნის განმავლობაში ვისმენთ მათი მხრიდან განცხადებებს, მიდის სიტყვების ბრახაბრუხი, მაგრამ ხომ შეიძლება ერთი კონკრეტული ფაქტი წარმოადგინონ? თუ აქვთ რაიმე, კეთილი ინებონ და სასამართლოშიც წარმოადგინონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აშკარად ჩანს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით ოპოზიცია არეულია” – კახა კალაძე

„დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, რადგან...

“ევროპარლამენტის რეზოლუციაში არის ერთი მეტად საგანგაშო პუნქტი, სვიფტიდან გათიშვა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...

“ამაყი ვარ, რომ ჩვენი განხორციელებული პროექტებით, ქალაქში შევქმენით არაერთი მიზიდულობის ცენტრი – სკვერებითა და...

თბილისის მერმა კახა კალაძემ გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...