spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებილევან ბეჟაშვილი: "მიზანია, არჩევნებს არ ჰქონდეს ლ ე...

ლევან ბეჟაშვილი: “მიზანია, არჩევნებს არ ჰქონდეს ლ ე გ ი ტ ი მ ა ც ი ა”

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ბეჟაშვილი განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტებებს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი საპარლამენტო სიების გაუქმება:

,,📖 კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის ლეგიტიმაციისთვის სულ მცირე 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობაა აუცილებელი.

დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა ხდება ცესკოს შემაჯამებელი ოქმის საფუძველზე – ცესკომ უნდა დაარეგისტრიროს/დაადასტუროს მინიმუმ 100 დეპუტატის არჩევა.

რა არის ჩვენი მიზანი?
მიზანია, არჩევნებს არ ჰქონდეს ლ ე გ ი ტ ი მ ა ც ი ა.

შესაბამისად, ოთხივე ოპოზიციური პარტიის სიის წევრებმა უნდა მოსთხოვოს ცესკოს, არ მოახდინოს მათი არჩეულ დეპუტატებად რეგისტრაცია, მათი ნების საწინააღმდეგოდ.

ამ შემთხვევაში ,,ქართული ოცნების” 89 დეპუტატი მარტო, პარლამენტი კი – ლეგიტიმაციის გარეშე დარჩება.

სხვა შემთხვევაში, ცესკო მიიღებს შემაჯამებელ ოქმს და ამ ოქმის საფუძველზე მოხდება 150 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა. ამის შემდეგ მანდატებზე უარის თქმა, იქნება მხოლოდ უარი მანდატებზე და არა გაყალბებული არჩევნების საფუძველზე დაკომპლექტებული პარლამენტის დელეგიტიმაცია.

ვინც ამბობს, რომ ასეთი პროცედურა არ არსებობს – ტყუის. პასუხი კონსტიტუციაშია (არაა აუცილებელი ყველაფერი საარჩევნო კოდექსში ეწეროს). სწორედ კონსტიტუციური პრინციპია, რომ ადამიანს ვერ დააძალებ რაიმე თანამდებობის დაკავებას, მისი ნების წინააღმდეგ. შესაბამისად, ვერ ცნობ მის უფლებამოსილებას, თუ ის წინასწარ აცხადებს უარს.

ასე, რომ ვაჩვენოთ ერთიანობა და მოვახდინოთ გაყალბებული პარლამენტის დელეგიტიმაცია…”, – წერს ლევან ბეჟაშვილი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ანა დოლიძე: “ის რაც ჩვენი პატიმრების თავზე ხდება არის სრული ბარბაროსობა…”

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე კონკრეტული შეკითხვების თანხლებით თავის...

“როდესაც ნავთობიმპორტიორები კარტელური გარიგების პირობებში მოქმედებენ, ბაზრის რეალური მდგომარეობა მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია” – რომან...

საქართველოში საწვავზე არსებულ ფასებთან დაკავშირებით შეფასება-განმარტებებს და მძიმე მინიშნებებს...

“არანაირი თანამდებობა არ მჭირდება იმისათვის, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს!” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის მორიგი პოლიტიკური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“არა, მე არ მისმენია ბიძინას ხუჭუჭა ლაქიისთვის აშშ-ს საელჩოს ეზოში” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს აშშ-ს...

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...