კვირა, ივლისი 6, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველოს რომ აშანტაჟებენ, ეს არახალია, მათ უნდათ, ხელისუფლებაში...

“საქართველოს რომ აშანტაჟებენ, ეს არახალია, მათ უნდათ, ხელისუფლებაში ჰყავდეთ აგენტურა, რომელიც დავალებას კითხვის დასმის გარეშე შეასრულებს” – კახა კალაძე

საქართველოს რომ აშანტაჟებენ, ეს არახალია და ამას ჩვენ ვხედავთ. ეს ყველაფერი საბაბია და მანდ ყველაზე მთავარი არის მათი სურვილი, ხელისუფლებაში იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ყველაფერზე წამსვლელები არიან, რომ მათ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ იქნება მიმართული. მათ უნდათ, ხელისუფლებაში ჰყავდეთ აგენტურა. რასაც ეტყვიან და დაავალებენ, კითხვის დასმის გარეშე შეასრულონ. ამ დროს კი ქართველმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება და მილიონ ას ოცი ათასმა მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას, ღირსებას, კეთილდღეობას და განვითარებას“, – ამის შესახებ კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, როდესაც მას ჰკითხეს, დასავლეთისგან გაჟღერებული მწვავე კრიტიკა ხომ არ წარმოადგენს ერთგვარი შანტაჟის ენას საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ.

დედაქალაქის მერმა მედიასთან, ასევე, ისაუბრა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ მიღებული გამჭვირვალობისა და ლგნტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონების მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ აღნიშნული კანონები ქვეყანაში რევოლუციის პრევენციისა და საზოგადოების სრულად ინფორმირების ინტერესებს ემსახურება.

გამჭვირვალობას რაც შეეხება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არანაირი არგუმენტი არ არსებობს იმაზე, თუ რატომ არის გამჭვირვალობა ცუდი ან რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ მომავალს. თავიდან, როდესაც ჩვენ დავიწყეთ ამ კანონზე მუშაობა, მას თავისი წინაპირობები ჰქონდა იმის გათვალისწინებით, რომ ვხედავდით, გარედან დაფინანსებით როგორ ხდებოდა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობა, პოლარიზაციის გაღვივება, ადამიანების დაპირისპირება, ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს რეალურად უცხოეთიდან შემოსული თანხები, რომლებსაც არასამთავრობოები იღებენ, ვისგან და რატომ იღებენ დაფინანსებას, რა პროექტებში იხარჯება ეს ფული. თუკი არ იქნება იგივე რევოლუციის დაფინანსება, არ იქნება მტრული განწყობები, მტრული რიტორიკა, არ იქნება მცდელობა საზოგადოების გახლეჩვის, აღნიშნული კანონიც აზრს კარგავს ზოგადად“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლება დაცულია, თუმცა ლგბტ პროპაგანდა წახალისებული ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება.

რაც შეეხება ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს, კიდევ ერთხელ მინდა, განვმარტო, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებები არის დაცული, განურჩევლად ვინ როგორია, არ აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა, ვინ რა ორიენტაციის ან სარწმუნეობის მიმდევარია, ყველას უფლებები არის დაცული. მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ადამიანების დაყოფას, რაღაც ტერმინი აქვთ – უმცირესობა. არანაირი უმცირესობა არ არსებობს, ჩვენ ვართ ყველანი ადამიანები, ზოგი ისეთია, ზოგი ასეთია, ზოგი ქერაა, ზოგი შავგვრემანია, ზოგს სხვა ორიენტაცია აქვს, ეს მისი უფლებაა, არავის აქვს უფლება, განსაჯოს ეს ყველაფერი, მაგრამ ამის სააშკარაოზე გამოტანა და პროპაგანდა, კატეგორიუალად მიუღებელია, ბავშვებში ამ ყველაფრის პროპაგანდაა მიუღებელი.

შესაბამისად, ეს კანონი არის მნიშვნელოვანი და ზოგადად, თქვენ, რომ დააკვირდეთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, ძალიან მალე ბევრი რაღაც შეიცვლება, თუნდაც ამ მიმართულებით, რადგან ძალიან მძიმეა ის განწყობები, რასაც ვხედავთ ჩვენ, თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატებში, ან ბევრ ევროპულ ქვეყანაში და ძალიან ბევრი რამე შეიცვლება, ამ მიმართულებითაც საინტერესო პროცესები იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!” – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძეზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ვანო ნადირაძის გარდაცვალების ფაქტს კონკრეტული ფაქტების...

“ბიზნესი, რომელიც რეკლამას ანთავსებს მხოლოდ სახელისუფლებო მედიასაშუალებებში, ემსახურება რუსულ რეჟიმს” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ჭკუის მომკითხავი აღარ დაგრჩათ მანდ ვინმე, ქოცებო?!” – ელისო კილაძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თბილისში, ირანის საელჩოში გამართულ...

“ჩვენ ვერ ვიქნებით მხოლოდ გეოპოლიტიკის იმედზე… შეტევა და მხოლოდ შეტევა!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ ცვლილებებსა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“მონა ღვთისა რომ დავუძახო, მაინც მიჩივლებს?” – ელისო კილაძე

"ქართული ოცნების" ლიდერების - მარიამ ლაშხის, მამუკა მდინარაძის და...

“ჩიტმა დაასკინტა მაგ თქვენს კვლევას, პასუხებსაც და თქვენს მოტივებსაც” – ნანუკა ჟორჟოლიანი

დაგეგმილ სოციოლოგიურ კვლევაში "გორბის" მიერ კითხვარში შეტანილ ერთ კონკრეტულ...

“ჩვენ თუ ვერა, ღმერთი და სამყარო მოგხედავთ‼️” – ელისო კილაძე

სასამართლო პროცესზე ონისე ცხადაძის მიერ წარმოთქმულ ტკივილით აღსავსე სიტყვას...

“ივანიშვილზე ეს კანონი არ ვრცელდება. ხოდა, მიეძალეთ ბ–ნ ბიძინას და მის კარგებს/კეთილებს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, სახელმწიფო პოლიტიკური პირის,...