ორშაბათი, დეკემბერი 9, 2024

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპელი ლიდერები ჩამოდიან საქართველოში” – გიგი წერეთელი

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის’’ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი სააგენტო ,,პარალელთან’’ ინტერვიუში საუბრობს, ევროკავშირის 8 ქვეყნის, პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეების ვიზიტთან დაკავშირებით:

,,რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპელი ლიდერები ჩამოდიან საქართველოში. ეს პირველ რიგში არის ჩვენი ხალხის მხარდაჭერა, ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერა, იმ მომავლის, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას, ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და ასეთი ვიზიტები ბევრი იქნება. მე ვფიქრობ ეს მხოლოდ და მხოლოდ მეტ მოტივაციას აძლევს ჩვენს საზოგადოებას, რომ აქტიურები იყვნენ, პროტესტიც იყოს მშვიდობიანი და დემოკრატიული პროტესტი, აქტიური და მთელმა მსოფლიომ დაინახოს, რომ ხალხი არ ეგუება რაღაცა გამოცხადებულ გადაწყვეტილებას და მანიპულირებულ შედეგებს.

შესაბამისად, ამ შეხვედრას ჰქონდა არა მხოლოდ, რაღაც ისეთი დეკლარაციული ნაწილი, რომ ჩვენ რაღაც განცხადებები გავაკეთეთ ერთად, არამედ პრაქტიკულიც როგორ მოხერხდეს მაგალითად, საგამოძიებო მექანიზმის შექმნა, რომ ყველა ფაქტი იყოს დადასტურებული კიდევ ერთხელ, რაზეც არის ლაპარაკი, საერთაშორისო ფაქტების დამდგენი სტრუქტურის ან საგამოძიებო სტრუქტურის მიერ და შესაბამისად, ამაზე ძალიან აქტიურად იქნება მუშაობა.

გარდა ამისა ის, რომ უფრო მეტი კომუნიკაცია იყოს უფრო მეტი და აქტიური გაცვლა იყოს ინფორმაციის საერთაშორისო საზოგადოებასა და ოპოზიციას შორის და ასევე მიმაჩნია, რომ ამ ხალხის ყოფნა მნიშვნელოვანი იმითაც, რომ ისინი წარმოდგენენ კონკრეტული ქვეყნების პარლამენტებს, იქ არიან ლიდერები საერთაშორისო საკითხების და შესაბამისად, თავად ამ პარლამენტებში აქტიურობა და თუნდაც, ლატერალური გარკვეული გადაწყვეტილებები, მოწოდებები, რეზოლუციები, დამოკიდებულება და სხვა, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იქნება საერთო პროცესის, რომელიც აუცილებლად იქნება ჩემი აზრით, რეაქცია ამ მიტაცებულ არჩევნებზე.

არჩევნები ჯერ კიდევ არ იყო ჩატარებული და სანამ რუსულ კანონზე იყო ძალიან დიდი რეაქცია საერთაშორისო საზოგადოებაში, რამაც შეაჩერა პრაქტიკულად ჩვენი ევროინტეგრაცია, მაშინ განცხადდა, რომ სწორედ არჩევნების ჩატარების შემდეგ ევროკავშირი და საერთაშორისო თანამეგობრობა დაუბრუნდებოდა განხილვას საქართველოს მომავალ ინტეგრაციასთან დაკავშირებით და თუ ეს ასე არ მოხდებოდა და სამწუხაროდ, ესე არ მოხდა ანუ არჩევნები არ იყო მაღალი სტანდარტის და არ იყო სამართლიანი და თავისუფალი შესაბამისად, ეს მკაცრი განხილვა იქნება.

დღეს, სამწუხაროდ, ამ პოლიტიკის შედეგია, სახელისუფლებო პოლიტიკის, საუბარი შესაძლო ვიზალიბერალიზაციის პრობლემებზეც, რაც ძალიან სამწუხარო და არასასურველი ამბავია, მაგრამ ის, რომ შენ არღვევ რაღაც საერთაშორისო სტანდარტს, დემოკრატიის პრინციპებს, ცდილობ რომ არჩევნები გააყალბო ან მიიტაცო შედეგი ან დამახინჯო და ასე შემდეგ და ამას ბევრი ასე ვთქვათ კანონდარღვევის საფუძველზე კეთება ამ ყველაფერს აქვს თავისი ფასი და ეს ჩვენ საზოგადოებას უნდა ესმოდეს თუ ის ზარალდება, თუ ქვეყნის მიმართ, მისი რეპუტაციის მიმართ არის ამგვარი დამოკიდებულება არა დადებითი და ნეგატიური ამ შემთხვევაში ეს არის სწორედ ხელისუფლების ნაბიჯები შედეგი’’, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული