spot_img
მთავარიკანონი და სამართალიჩვენი მიზანი არის სანდო სასამართლო სისტემა - გიორგი...

ჩვენი მიზანი არის სანდო სასამართლო სისტემა – გიორგი ვაშაძე

„ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, სიმბოლურად უზენაესი სასამართლოს შენობის წინ, სასამართლო რეფორმის ქართულ მოდელს მოაწერეს ხელი. შეთანხმება მოიცავს 5 ძირითად პუნქტს, რომლის მიზანია, “ქართული ოცნების“ დამარცხებისა და ოპოზიციური პარტიების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სასამართლო სისტემა იყოს რეალურად დამოუკიდებელი და საზოგადოებას გაუჩნდეს ნდომა მართლმსაჯულების მიმართ.

„მოგესალმებით, დღეს მართლაც ისტორიული დღეა, იმიტომ რომ პირველად საქართველოში ამხელა პოლიტიკური სპექტრი, ყველა თანხმდება სასამართლო მართლმსაჯულების რეფორმაზე, მიზანი არის სანდო სასამართლო სისტემა, რომელიც ქვეყანაში სამ მნიშვნელოვან გარანტიას მოგვცემს:
პირველი – თითოეული საქართველოს მოქალაქე იქნება დაცული ამ ქვეყანაში და ვერავინ მას ვერ დაჩაგრავს;
მეორე – პოლიტიკური ანგარიშსწორებები და პოლიტიკური დევნები ერთხელ და სამუდამოდ დამთვრდება ქვეყანაში
და მესამე – რაც ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტორებს, ქართულ ბიზნეს ექნება გარანტია, რომ მათ შეუძლიათ შექმნან სამუშაო ადგილი, ჩადონ ინვესტიცია ქვეყანაში და მათ ვერავინ ვერ შეეხება,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სასამართლო რეფორმის ქართულ მოდელს „ახალი საქართველოს“, „გირჩის“, „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა და სხვებმა, 20–მდე პოლიტიკურმა პარტიამ და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელმა მოაწერა ხელი.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გვიჭირს ამ კუთხით და ეს სამწუხარო პრობლემა უნდა ვაღიაროთ, როგორც მინიმუმ, რომ მერე მოვაგვაროთ”...

ტრადიციული ქართული სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების მნიშვნელობაზე საუბრობს ანალიტიკოსი...

“ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ქართველი ხალხია და არა გარე ძალები, ისე როგორც ეს წლების წინ...

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა საქართველოს შესახებ მორიგ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...