თბილისის მერის, კახა კალაძის კმაყოფილებას და აქტიურობას, პოზიციის დაფიქსირებისას, დედაქალაქში ოპოზიციის გამარჯვების ფონზე, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
“ოცნების” ლიდერები რომ ყელყელაობენ და ოპოზიციას დასცინიან, გასაგებია, თავს გამარჯვებულად გრძნობენ, მაგრამ კალაძე რა საფუძვლით იბრიქება, ვერაფრით მივხვდი.
მისმა პარტიამ იმ ქალაქში, რომლის მერიცაა, ოპოზიციასთან პირწმინდად წააგო.
მის ადგილზე სირცხვლით თავს არ გამოვყოფდი“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე მერაბ მეტრეველი.