სამშაბათი, აპრილი 29, 2025
5.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიჯანდაცვის სისტემის სწორი მართვისა და ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილიზაციის...

ჯანდაცვის სისტემის სწორი მართვისა და ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილიზაციის მხრივ საჭიროა კომპლექსური ანტიკრიზისული გეგმა და ჩემს გუნდთან ერთად ჩავერთვები ნებისმიერ პროცესში – გიორგი ვაშაძე

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში და მთლიანად მსოფლიოში შექმნილ პრობლემას ეხმიანება. დღეს გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციონერმა ლიდერმა აღნიშნა, რომ მის გუნდს აქვს კრიზისების მართვის გამოცდილება და შესაბამისად კორონავირუსის მსოფლიო პანდემიისა და საქართველოში შექმნილი სიტუაციის გამო საინფორმაციო კამპანიაში აქტიურად ერთვება:

ქვეყანას სჭირდება კომპლექსური ანტიკრიზისული გეგმა, როგორც ჯანდაცვის სისტემის სწორი მართვის კუთხით, ასევე ეკონომიკური მდგომარეობის სტაბილიზაციის მხრივ. კარგია, რომ დღეს განცხადებები გააკეთა მთავრობამ, მაგრამ საჭიროა კიდევ უფრო კონკრეტული სამოქმედო გეგმა ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებით, რომ შევაჩეროთ ლარის კურსის ვარდნა.

მე, „ახალი საქართველოსა“ და სტრატეგია „აღმაშენებლის“ გუნდთან ერთად, ვერთვებით ამ პროცესში. ჩვენ პირველ რიგში საინფორმაციო კამპანიაში ვერთვებით, მთელ ძალისხმევას მოვახმართ, რომ თითოეულ მოქალაქეს მივაწოდოთ ინფორმაცია ქცევითი წესებზე – რა უნდა გავაკეთოთ, როგორ უნდა გავაკეთოთ და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ პირობებში პასუხისმგებლობით. მეორე – მე პირადად გამოვიყენებ ყველა ჩემს საერთაშორისო კონტაქტს იმისათვის, რომ უახლესი ინფორმაცია მყისიერად ჩვენთან გახდეს ცნობილი და ვიზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე. და მესამე – მაქვს გამოცდილება ჩემს გუნდთან ერთად კრიზისული სიტუაციების მართვის და მზად ვარ ყოველგვარი პოლიტიკური წინაპირობის გარეშე ჩავერთო ნებისმიერ პროცესში.

ეს არის ერთიანი დიდი პრობლემა, რომელიც მხოლოდ ერთიანი ძალებით შეიძლება დავძლიოთ. ხვალ და ზეგ ჩვენ ბევრჯერ განვიხილავთ – მზად ვიყავით თუ არა ამისათვის, სწორი ნაბიჯები გადაიდგა თუ არა, შეიძლება იყოს კრიტიკაც, მაგრამ დღეს არის მოქმედების დრო და ყველამ ერთიანად უნდა ვიმოქმედოთ იმისათვის, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ და რაც მთავარია ვიზრუნოთ თითოეული ადამიანის ჯანმრთელობაზე.

ეს არის მსოფლიო კრიზისი, რომელსაც დიდი გავლენა აქვს საქართველოზე და ჩვენ მზად, ანტიკრიზისული გეგმით უნდა დავხვდეთ,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ენმ-ს აკრძალვა გადაიდო, ამიტომ დაიწყეს ისევ შიგნიდან რღვევა‼️” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე პოლიტიკურ ველზე შექმნილ...

“სანქცირებული ადამიანები, რომლებიც ვეღარ განკარგავენ საკუთარ ქონებას და ანგარიშებს, ვერ მოიძებნებიან ბლუმბერგის და ვერც...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი ეხმიანება ბიძინა...

“2011-2012 წლების ბორენკას ხომ არ გულისხმობს?!” – ზაზა ბიბილაშვილი ირაკლი კობახიძის პოზიციას ეხმიანება

მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში, "ღამის კურიერში"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მოემზადეთ, წინ პროკურატურის გრძელი დერეფნებია…” – ლალი მოროშკინა

რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კონკრეტულ პოზიციას აფიქსირებს და თავის მოსაზრებას...

ირაკლი ღარიბაშვილის “წასვლა” პოლიტიკიდან დაახლოებით იგივე ამბავია ბიძინა რომ “მიდიოდა” – დავით ზურაბიშვილი

პოლიტიკის ექსპერტის, დავით ზურაბიშვილის პოზიცია-შეფასება ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკიდან წასვლასთან...

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა” – თინა ბოკუჩავა

“ირაკლი ღარიბაშვილს რომ თავმოყვარეობა არ აქვს ეს არაერთხელ დამტკიცდა,...