spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჟურნალისტებსაც ჰქონდათ დარიგებული პრეზენტაცია, სადაც ნათლად ჩანდა საქართველოს...

“ჟურნალისტებსაც ჰქონდათ დარიგებული პრეზენტაცია, სადაც ნათლად ჩანდა საქართველოს რუკა” – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს რუკა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ბრიფინგზე წარმოდგენილ პრეზენტაციაში იყო გამოტანილი, ვიდეოკამერამ სრულყოფილად ვერ აღიქვა.

როგორც მერმა ჟურნალისტებს შესაბამისი თემის კომენტირებისას განუცხადა, აღნიშნული პრეზენტაცია, სადაც ნათლად ჩანდა საქართველოს რუკა, ჟურნალისტებსაც ჰქონდათ დარიგებული:

რეალურად ეს იმის მანიშნებელია, რომ არაფერი დარჩენიათ. ჯერ იყო და არჩევნების შემდეგ იზეიმეს, საბოლოოდ რომ გაირკვა, რომ მათ წააგეს არჩევნები, გადავიდნენ სიცრუის და სიბინძურის კამპანიაზე, თითქოს ვიღაცამ არჩევნები გააყალბა, თუმცა, როგორ და რანაირად, ამაზე არავინ საუბრობს. დღევანდელი ფაქტიც მოწმობს, რომ მათ არანაირი რესურსი და მტკიცებულება არ გააჩნიათ.

ვიდეოკამერამ ვერ აღიქვა ის, რაც იყო ამ პრეზენტაციაში, რომელიც, სხვათაშორის, ჟურნალისტებსაც ჰქონდათ დარიგებული. იქ ნათლად ჩანდა საქართველოს რუკა და გამოყოფილი იყო ის ტერიტორიები, სადაც არჩევნები ჩატარდა. იცით, რომ ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია და სხვათაშორის, მათი უგნური პოლიტიკის შედეგია ის, რაც ჩვენ დღეს სახეზე გვაქვს. ამ ადამიანებს უბრალოდ უფლება არ აქვთ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე გააკეთონ განცხადებები, იმიტომ, რომ პირდაპირ იყვნენ ჩართული იმ მოღალატეობრივ ქმედებებში, რის შედეგადაც ქვეყანამ ტერიტორიები დაკარგა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უცნაური სასჯელია პოეტად ყოფნა – სამყაროს, როგორც მეტაფორას ისე უყურებ” – გიორგი კეკელიძე

ქართველი პოეტის, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“თუ გინდა საზოგადოება გაანადგურო, ისტორია უნდა წაუშალო” – თამარ ჩერგოლეიშვილი

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს ისტორიის მნიშვნელობაზე...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...