spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებაკონკურსს "თარგმნილი პიესა - 2020" სამი გამარჯვებული ჰყავს

კონკურსს “თარგმნილი პიესა – 2020” სამი გამარჯვებული ჰყავს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მიხეილ თუმანიშვილის ფონდის მიერ დაფუძნებული კონკურსის „თარგმნილი პიესა 2020“ ჩატარდა.

კონკურსზე წარდგენილი იყო 13 უცხოური პიესა, ჟიურიმ გამოავლინა სამი საუკეთესო ნაწარმოები. გამარჯვებულებს ფულადი პრემიები და ფონდის პრიზი „თუმანიშვილის ვაშლი“ გადაეცათ.

კონკურსში გამარჯვებული პიესებია 1 ადგილი დავით გაბუნია – ტრეისი ლეტსი, „აგვისტო, ოსეიჯის ოლქი“ 2 ადგილი ქეთი ქანთარია – იგნაცი ვიტკევიჩი, „მეწაღეები;“ და 3 ადგილი ნინო გოგიჩაიშვილი – ბერნარ-მარი კოლტესი, „რობერტო ზუკო.“

კონკურსის ფარგლებში ჟიურიმ კიდევ სამი საუკეთესო თარგმანი დაასახელა, ესენია: ფლორიან ზელერის „მამა“ – მთარგმნელი ნანა სამჭკუაშვილი; გიიომ აპოლინერის „ტირესიასის ჯიქნები“ – მთარგმნელი ბაჩანა ჩაბრაძე; სემუელ ბეკეტის „გოდოს მოლოდინი“ – მთარგმნელი ინგა ჟღენტი.

როგორც ცნობილია თუმანიშვილის ფონდმა ეს პროექტი 2006 წელს დაიწყო და „თარგმნილი პიესა“ გარდა კიდევ პროექტი „ახალი ქართული პიესა“ ტარდება. კონკურსები ყოველწლიურად მონაცვლეობით ტარდება.

თუმანიშვილის ფონდი 1998 წელს, 27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს შეიქმნა. მისი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მანანა ანთაძე გახლავთ. ხოლო პიესები მსურველებისათვის ხელმისაწვდომი იქნება ინტერნეტ სივრცეში.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...