spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ასეთი დაბნეული ხალხი ბრაზობს და ოპოზიციისგან სასწაულს ითხოვს:...

“ასეთი დაბნეული ხალხი ბრაზობს და ოპოზიციისგან სასწაულს ითხოვს: მოიფიქრეთ რაღაცა და გვიშველეთ!” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, პოლიტიკის ექსპერტი გია ნოდია საზოგადოებას კონკრეტულ ფაქტებს შეახსენებს:

ამ დღეებში სულ მხვდებოდა ოპოზიციის კრიტიკა, რატომ არის პასიური, ან რატომ იქცევა ისე, როგორც იქცევა და ა.შ.

კრიტიკის სურვილი მეც გამჩენია, მაგრამ ამ პოსტში ამ სურვილს შეგნებულად არ შევისრულებ.

მგონია, რომ ვინც ახლა ოპოზიციას აკრიტიკებს და მისგან ნათელ გეგმას ითხოვს, თვითონ უნდა გვთავაზობდეს რაღაც კონკრეტულს. ამის გარეშე დღევანდელ ვითარებაში კრიტიკა უპასუხისმგებლობაა.

უნდა ვაღიაროთ, რომ კარგი გზა ამ წუთში არ გვაქვს. ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში მისი სისუსტეები ადვილად გამოჩნდება. ამიტომ ბევრი დაბნეულია და პესიმიზმმა მოიცვა.

ასეთი დაბნეული ხალხი ბრაზობს და ოპოზიციისგან სასწაულს ითხოვს: მოიფიქრეთ რაღაცა და გვიშველეთ!

ეს იმის შემდეგ, რომ რამდენიმე წელი ამავე ხალხს ტრიბუნას არ ვაკარებდით და ვიძახდით (ბევრი იძახდა), არ გვინდა ოპოზიციაო. ახლა, რაკი თვითონ არ ვიცით რა ვქნათ, მათზე პასუხისმგებლობის გადაბარება გვინდა.

ადამიანები, ვინც ოპოზიციაშია, იმიტომ არ არიან იქ, რომ რაღაც საიდუმლო ცოდნა აქვთ. რაც ჩვენ ვიცით, არსებითად ის იციან მათაც. მათ მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ თავად აიღეს თავზე ეს პასუხიმგებლობა.

ფიქრის პასუხიმგებლობა ყველაზეა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გია ნოდია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“252,029  მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება” – საზოგადოება და ბანკები

საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა....

“არ გამკვირვებია, რომ ასეთი მკაფიო პრიორიტეტების მქონე ადამიანი ბიძინას გვერდზე აღმოჩნდა” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია...

“სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხა იზრდება” – დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და...

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ცალკეული...

“მე პირადად და ჩემი თანაგუნდელები, ვგმობთ ძალადობას, ვემიჯნებით და კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის” – კახა...

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს…” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას ირონია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით: "შინაგანად ირაკლი...

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...