spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამ ქვეყანაში სიძულვილის ენის ავტორია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც...

“ამ ქვეყანაში სიძულვილის ენის ავტორია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 12 წელია ამ მეთოდით მართავს ქვეყანას” – ლევან სანიკიძე

ამ ქვეყანაში სიძულვილის ენის ავტორია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 12 წელია ამ მეთოდით მართავს ქვეყანას. მან შექმნა ამ ქვეყანაში სიძულვილის ენა, რომელიც იწყება ტროლ-ბოტებით და მთავრდება საჯარო მოხელეების იძულებით, რომ აგინონ უდანაშაულო ადამიანებს საკუთარი სამოქალაქო პოზიციის გამოხატვისთვის.“ – განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ სიძულვილის ენასთან დაკავშირებით

ლევან სანიკიძე ქვეყანაში შექმნილ მძიმე რეალობაზე საუბრობს, რაშიც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს:

ამ ყველაფრის ავტორს აქვს სახელი და გვარი და ჰქვია ბიძინა ივანიშვილი. მან შექმნა ამ ქვეყანაში სიძულვილის ენა, რომელიც იწყება ტროლ-ბოტებით და მთავრდება საჯარო მოხელეების იძულებით, რომ აგინონ უდანაშაულო ადამიანებს საკუთარი სამოქალაქო პოზიციის გამოხატვისთვის. ვინმე თუ ჰგონია, რომ რომელიმე ელჩის სამარცხვინო განცხადებას გაბრაზებული ადამიანები, რომლებსაც წაართვეს ამ ქვეყანაში არჩევნების უფლება, მათ არ აქვთ ცენზურის დაცვით საკუთარი კრიტიკის გამოხატვის უფლება, ბოდიში მომითხოვია. ჯერ კიდევ ამ ქვეყანაში არსებობს რაღაც, რომელიც ცდება „ქართული ოცნების“ „ხოშს“ და სურვილებს.

ეს არის ის, რითაც „ქართული ოცნება“ 12 წელი მართავს ამ ქვეყანას და ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ვყოფილიყავით დაახლოებული, ჩვენი საზოგადოება არ ყოფილიყო დაპირისპირებული, მაგრამ ვხედავთ, რომ ამის მთავარი ინიციატორი არის ივანიშვილი, რომელიც უგულებელყოფს საზოგადოების უმრავლესობის ნებას, არჩევნებში წერს რადიკალურად განსხვავებულ შედეგს და მათ შორის „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების უმრავლესობა, რომელიც ყველა გამოკითხვაში აფიქსირებდა, რომ მათ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, მათი ნების საწინააღმდეგოდაც მიდის.“ – განაცხადა ლევან სანიკიძემ.

ინფორმაციას ინფორმაციას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ფაქტი ისაა, რომ რუსმა მოკლა ქართველი სამხედრო პირი. დანარჩენი გასარკვევია” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი, თბილისში მომხდარ ტრაგიკულ...

“ერთი რამე, რაზეც არის აქ საუბარი, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროპის მხრიდან, რომ...

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში პოლიტიკური ჯგუფის ALDE-ს ყრილობა მიმდინარეობს, სადაც...

“პოლიციელის ჩვენებით, 28 ნოემბერს, აქციაზე, გიორგი ვაშაძე იღიმებოდა…” – გიორგი ვაშაძე

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ოპოზიციონერი ლიდერების სასამართლო პროცესებს პერიოდულად ეხმაურება...

ქალაქ გორში გაიმართა ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთის” მხარდამჭერი აქცია

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“ ინფორმაციას ავრცელებს 2026 წლის 30 ივნისს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...