პარასკევი, მაისი 9, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვამბობ ამას შეშფოთებით და გულისტკივილით - იმედია სწრაფად...

“ვამბობ ამას შეშფოთებით და გულისტკივილით – იმედია სწრაფად განახლდება ფართო სახალხო საპროტესტო მოძრაობა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარი ოფიციალური გვერდის მეშვეობით, საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს და საზოგადოებას საპროტესტო აქტივობებისკენ მოუწოდებს:

,,მე ვსვამ კითხვას რომელიც ალბათ ბევრს უჩნდება.

რუსული კანონის მიღების შემდეგ პროტესტი შეჩერდა ვინაიდან არჩევნებს ველოდებოდით. ახლა არჩევნები მოიპარეს და პირველი და ერთადერთი მიტინგი ორ საათში დაშალეს და შემდეგ არაფერი ხდება გარდა გაუთავებელი შეხვედრებისა.

შეხვედრები საჭიროა და არჩევნების მოპარვის სქემის გახსნა მნიშვნელოვანია, მაგრამ საქართველოში დამყარდა დიქტატურა და ამის წინააღმდეგ ვერც უცხოეთი გააწყობს ვერაფერს და ვერც ჩვენს მიერ დაწერილი დეტალური დოკუმენტები თუ ყველაფერს თან არ ახლდა მასობრივი და განგრძობითი პროტესტი.

დრო იკარგება ქვეყნის შიგნით და ასევე თანდათან ჩაქრება ინტერესი ქვეყნის გარეთ. ინიციატივა გადავა რეჟიმის ხელში თუ ჩვენ არ ავიღეთ ის ჩვენს ხელში.

აქამდე ვიძახდით რომ ჩვენ არ ვართ ბელორუსები და ვენესუელელები და უფრო მეტად ვიაქტიურებდით, სინამდვილეში უნდა ვაღიაროთ რომ იგივე ბელორუსებმა დღეის მდგომარეობით ჩვენზე ბევრად აქტიურად იბრძოლეს.

ვამბობ ამას შეშფოთებით და გულისტკივილით – იმედია სწრაფად განახლდება ფართო სახალხო საპროტესტო მოძრაობა.

ჩემის მხრივ მხოლოდ მიხარია რომ პარტიები და სამოქალაქო მოძრაობა ერთობლივად მოქმედებენ და ყველანაირად მოვუწოდებ ,,ნაციონალურ მოძრაობას” და ყველა ჩემს მომხრეს, უკან მოიტოვონ ყველა ჩვენი წინასაარჩევნო განსხვავებები, ვინაიდან ახლა ჩვენი ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი!”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მეგობარი აქტის” მიღება არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის” – თინა ბოკუჩავა

“მეგობარი აქტის მიღება არის ძალიან მკაცრი გაფრთხილება ივანიშვილისთვის -...

“არ წყდება ისტერია მზია ამაღლობელის საქმეზე” – გიორგი გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია თავის...

“ივანიშვილს ძალიან შეზღუდული აქვს იმ ადამიანების წრე, რომლებსაც შეუძლია ენდოს ქვეყნის ღალატის საკითხში” –...

“ამ მოღალატეთა ჯგუფის თავმჯდომარედ კობახიძის არჩევა მოსალოდნელიც იყო. ივანიშვილს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...