ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024

მეტი მხარდაჭერა, მეტი დაფასება ქართველ ექიმებს! – სერგო ჩიხლაძე

მეტი მხარდაჭერა და დაფასება სჭირდება ჩვენ სამედიცინო პერსონალს სახელმწიფოს და საზოგადოების მხრიდან – აცხადებს ჯანდაცვის პოლიტიკის ექსპერტი, სტრატეგია “აღმაშენებლის” ჯანდაცვის პროგრამის თანაავტორი, ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის კვლევების ცენტრის დირექტორი სერგო ჩიხლაძე:

მიმდინარე მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა რომ ჯანდაცვის სისტემა დგას ცალკეულ პროფესიონალ და თავდადებულ სამედიცინო კადრებზე. ეპიდემიოლოგები, ინფექციონისტები, სხვა პროფილის ექიმები, ვინც ჩართული არიან კორონავირუსთან ბრძოლაში და ადამიანების მკურნალობაში აჩვენებენ პროფესიული და ადამიანური თავდადების მაგალითებს ყოველდღიურად. ხშირად ისინი ამას აკეთებენ მიზერული ანაზღაურებისა და თავიანთი ჯანმრთელობის ხარჯზე.

ჩაივლის ეს ეპიდემიაც, სხვა საფრთხეებიც და ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ ჯანდაცვის ახალი სისტემა – ჯანდაცვის ახალი ქართული მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს როგორც პაციენტების, ასევე სამედიცინო პერსონალის მაქსიმალური დაცულობასა და კმაყოფილებას. მოქალაქეებისთვის მიწოდებული სერვისების მაღალი ხარისხი, ფინანსური ხელმისაწვდომობა და მოტივირებული სამედიცინო პერსონალი იქნება ახალი მოდელის ძირითადი მახასიათებლები“, – აცხადებს სერგო ჩიხლაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული