საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით და ევროპული გამარჯვების გასაფორმებლად მოსახლეობას მიმართავს, რომ რუსთაველზე გამოვიდნენ:
,,ეს არის არა უბრალოდ გაყალბებული არჩევნები, არამედ ტოტალურად გადაწერილი, რუსული სპეცოპერაციით შექმნილი შედეგები, რომელიც აბსოლუტურად აცდენილია ჩემი, თქვენი, ყველას განწყობას.
ამიტომ მივესალმებით პრეზიდენტის ამ სიტყვას.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ვიყოთ რუსთაველზე. მე ვფიქრობ, რომ დაახლოებით 40-45 დღიანი ბრძოლა მოგვიწევს იმისთვის, რომ ჩვენ საბოლოო გამარჯვება მოვიპოვოთ.
იმიტომ, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ ამ არჩევნებში და არა მათ, ვინც ახლა ამ ყალბი შედეგებით ამბობს, რომ მათ გაიმარჯვეს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე