spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების ძალიან დიდი რაოდენობაა...

“უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების ძალიან დიდი რაოდენობაა მობილიზებული საქართველოში” – გიგი წერეთელი

,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს 26 ოქტომბრის არჩევნების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და ამ მხრივ საერთაშორისო დამკვირვებლების საქართველოში დიდი რაოდენობით მობილიზებასთან დაკავშირებით:

,,საერთაშორისო დამკვირვებლების ძალიან დიდი რაოდენობაა მობილიზებული საქართველოში. უმეტესწილად ეს გამოცდილი ხალხია, როგორც ეუთო-ოდირის მხრიდან, ასევე მოკლევადიანი – პრაქტიკულად ყველა დიდი საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციაა ჩამოსული, როგორც ეუთოს ასევე ევროპარლამენტის, ნატოს, ევროპის საბჭოს დელეგაციები და ამას დამატებული, კიდევ ბევრი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

ამას აქვს დიდი მნიშვნელობა იმიტომ, რომ არჩევნების საერთაშორისო შეფასება არის სწორედ ის ინსტრუმენტი, რითაც შემდგომში უკვე ისაზღვრება ქვეყნის მიმართ პოლიტიკა, რაც მთავარია ის, თუ როგორ გაიარა ამ შემთხვევაში საქართველომ ეს ტესტი და პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებამ.

იმიტომ, რომ ჩვენ კარგად ვიცით რამდენად დიდი ინტერესია ამ საკითხის მიმართ, ჩვენ ვნახეთ ბოლო პერიოდის ყველა მოწოდება, რეზოლუცია, კრიტიკა, გაფრთხილება, რომ თუკი ეს არჩევნები არ იქნება საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი და მანიპულაციები იქნება ხელისუფლების მხრიდან, გადამეტებული გამოყენება ადმინისტრაციული რესურსების თუ, ასე ვთქვათ, რაღაც ძალისმიერი მეთოდების – ეს, რა თქმა უნდა, იქნება უმძიმესი დარტყმა ჩვენი სახელმწიფოსთვის, მისი ევროპული მომავლისთვის, ისედაც მთელი ეს პროცესი, რაც ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას ეხება არის შეჩერებული დღეს და ყველა ელოდება არჩევნების შედეგებს.

შესაბამისად, საერთაშორისო დამკვირვებლებზეა დამოკიდებული ამ შეფასების მიწოდება და ამ შეფასების გაცნობა მსოფლიოსთვის და მათ შორის ჩვენი მოსახლეობისთვის, საზოგადოებისთვის. ყველამ კარგად ვიცით, კამპანიისგან გამომდინარე, იმ შეხვედრებიდან გამომდინარე, რომ ხალხის განწყობა არის ამ ოლიგარქიული ხელისუფლების შეცვლა/ჩამოშორება ამ ქვეყნის მართვის სადავეებიდან, კოალიციური მმართველობის შექმნა და შემდეგ ძალიან სწრაფად ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია.

ამ ყველაფრის კომპეტენციაც, გამოცდილებაც და უნარიც კოალიციურ მთავრობას აუცილებლად ექნება იმისათვის, რომ დაჩქარდეს ყველა ეს პროცესი, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იგრძნოს კეთილდღეობა, დაცულობა, უსაფრთხოება, მშვიდობა, რომელიც არის ევროპაში.

კითხვები და ინტერესი ბუნებრივია იყო და არის კამპანიის მიმდინარეობაზე, იმ მკვეთრ პოლარიზაციაზე, ძალიან მტრულ და ნეგატიურ კამპანიაზე, რომელსაც აწარმოებს ხელისუფლება, მუქარები არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პარტიების გასამართლებაზე, აკრძალვაზე, არასამთავრობო სექტორის დაშინება რუსული კანონით და სამწუხარო ფაქტი – ბოლო დღეების განმავლობაში რეიდები და შეტევა განხორციელდა ცნობილი ამერიკული ორგანიზაციის წარმომადგენლებზე, ასევე კონკრენტულ პოლიტიკურ პარტიასთან აფილირებული სახეების სახლების ჩხრეკა – ეს ყველაფერი არის გამოვლინება იმ ძალიან მავნებლური ქმედებების, რაც მთლიანობაში სურათს ამძიმებს.

არავითარი ლოგიკა არ არის იმაში, რატომ უნდა აკეთებდეს ამ ყოველივეს ხელისუფლება, რომელიც არწმუნებს საზოგადოებას, რომ მას შეუძლია გაიმარჯვოს ამ არჩევნებში.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ამომრჩევლები ჩამოაშორებენ ,,ქართულ ოცნებას’’ ხელისუფლებას და ხმას მიცემენ საქართველოს ერთიანობას, კეთილდღეობას და მის ევროპულ მომავალს’’,- განაცხადა გიგი წერეთელმა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რამდენიმე ასეული ადამიანია ნაცემი, ნაწამები და მოწამლული. 5 კაცი აკეთებდა ამ ყველაფერს?” – გია...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით - ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“უნდა პოლიტიკას მიაბას ამ საწყალი ხალხის პრობლემა” – ზაალ ანჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილზე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის კონკრეტულ...

“ბატონი პაატა ბურჭულაძე – გენიალური ადამიანი, კეთილშობილი სული, ლეგენდარული არტისტი, უდიდესი პიროვნება…” – ანიტა...

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსოფლიო ბანის, პაატა ბურჭულაძისთვის 7-წლიანი...

“2024 წელს მიმდინარე აქციების დროს ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული...

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ძალადობის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“შინაგანად ირაკლი ღარიბაშვილი თავისი პატიმრობით სჯის ბიძინა ივანიშვილს…” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას ირონია ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით: "შინაგანად ირაკლი...

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“არ გამკვირვებია, რომ ასეთი მკაფიო პრიორიტეტების მქონე ადამიანი ბიძინას გვერდზე აღმოჩნდა” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია...