spot_img
მთავარიგანათლება და მეცნიერებაბერლინში გამართულ კონკურსზე თბილისი „საუკეთესო კულტურულ ქალაქად“ დასახელდა

ბერლინში გამართულ კონკურსზე თბილისი „საუკეთესო კულტურულ ქალაქად“ დასახელდა

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისი 2020 წლის „საუკეთესო კულტურულ ქალაქად“ დასახელდა, ბერლინში ჩატარებული კონკურსის შედეგების შესაბამისად.

ბერლინში, LCD Berlin Awards, რომელიც გლობალური კულტურული სამოგზაურო ქსელია და ასევე VisitBerlin-თან ერთად ერთობლივი ცერემონიალი იყო, სადაც საქართველოს დედაქალაქმა გაიმარჯვა. ღონისძიებაზე 28 ქვეყნის 50 კულტურული მიმართულება იყო წარმოდგენილი.

როგორც ცნობილია, LCD Awards მიზანია ტურისტებს უახლესი სამოგზაურო ადგილების აღმოჩენაში დაეხმაროს, რომელიც კულტურულ და სათავგადასავლო მიმართულებას მოიცავს.

LCD Berlin Awards-ს კონკურსისთვის საჭირო შესაბამისი მასალა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მიაწოდა.

კონკურსში ჯილდოები სხვადასხვა მიმართულებით 18–მა ტურისტულმა ადგილმა მიიღო. გამარჯვებულები საერთაშორისო ჟიურიმ შეარჩია, რომელიც The New York Times-ის ევროპის კულტურის მიმართულების რედაქტორი და კულტურის სფეროს ცნობილი წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...