spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბიძინა ივანიშვილის ოცნება, რომ საქართველო იყოს რუსეთის ნაწილი,...

“ბიძინა ივანიშვილის ოცნება, რომ საქართველო იყოს რუსეთის ნაწილი, ვერასოდეს ახდება, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” არის წარსული, ხოლო თქვენ ხართ ამ ქვეყნის მომავალი” – სოფო ჯაფარიძე ამომრჩევლებს მიმართავს

“ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ეზოში, კოალიციის შემაჯამებელ შეხვედრაზე გამომრჩევლებს მიმართა:

მოგესალმებით საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე უმაგრესი, ყველაზე ევროპული ქალაქიდან – ქუთაისიდან. ძალიან მიყვარხართ, გეფერებით თითოეულ ქუთაისელს, გეფერებით ადამიანებს, რომლებიც 12 წლის განმავლობაში შეუპოვრად იბრძოდით და რუსულმა რეჟიმმა ვერ გაგაჩერათ, ვერ მოგისყიდათ, ვერ გაგტეხათ და დღეს დგახართ ასე ამაყად და ერთგულად საქართველოს ევროპული მომავლის სადარაჯოზე.

მეგობრებო! ქართველი ხალხის გამარჯვებამდე, საქართველოს გამარჯვებამდე და საქართველოს გადარჩენამდე დარჩა სულ ორი დღე. ამ სიტყვებს მე ტყუილად არ ვამბობ: უნდა დავდგეთ ერთად და ისევე, როგორც სულ რამდენიმე თვის წინ ქუცაში გამოვიდა მთელი საქართველო, გამოვიდა და კიდევ ერთხელ, ხმამაღლა, ხაზგასმით თქვა: “კი ევროპას!” და “არა რუსეთს საქართველოში!”.

ქართველმა ხალხმა ამაყად აიტაცა ევროკავშირის დროშა და ამაყად ატარა ეს დროშა, რომელიც საქართველოში პირველად სწორედ ჩვენი ქვეყნის საამაყო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღმართა.

ეს არის დროშა, რომლის დაშვებისთვისაც ბიძინა ივანიშვილის “ოცნება” ყველაფერს აკეთებს, მაგრამ მეგობრებო, ბიძინა ივანიშვილის ოცნება, რომ საქართველო იყოს ქართველი ხალხის გარეშე, რომ საქართველო იყოს რუსეთის ნაწილი, ვერასოდეს ვერ ახდება, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” არის წარსული, ხოლო თქვენ ხართ ამ ქვეყნის მომავალი, და აუცილებლად, 26 ოქტომბერს ჩვენ ამ გამარჯვებას გავაფორმებთ“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

ფადი ასლი: “ბედნიერებას არაფერი აქვს ფულთან საერთო…”

ბიზნესმენ ფადი ასლის პოზიცია-მინიშნებები: "ზოგიერთი ადამიანი იმდენად ღარიბია, რომ არასდროს...

“ერთი რამე, რაზეც არის აქ საუბარი, რა ქმედითი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ევროპის მხრიდან, რომ...

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში პოლიტიკური ჯგუფის ALDE-ს ყრილობა მიმდინარეობს, სადაც...

“ნაციონალურ მოძრაობას” პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ – კარგად ვიცით, რომ ყველაფერს წყვეტს ერთი ადამიანი”...

„ნაციონალურ მოძრაობას“ რა მდგომარეობა ექნება შიგნით, ვინ რა განცხადებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...