შაბათი, მარტი 15, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარირეგიონის ამბებიმთიან აჭარაში საოჯახო-სასტუმრო სახლების განიშნულიანება გრძელდება

მთიან აჭარაში საოჯახო-სასტუმრო სახლების განიშნულიანება გრძელდება

მთიან აჭარაში ტურისტული მარშრუტებისა და საოჯახო-სასტუმრო სახლების განიშნულიანება გრძელდება. მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ აჭარის მუნიციპალიტეტებში 120-მდე ნიშნული განათავსა, რომელთან შორისაა ორი ახალი ტურისტული ბილიკი ქედასა და შუახევში. ახალი ტურისტული ბილიკების ჩათვლით მთიან აჭარას 25-ზე მეტი მარკირებული ტურისტული მარშრუტი გააჩნია, რომელთა შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სამოგზაურო პორტალზე infoajara.com. პორტალზევეა შესაძლებელი მთიან აჭარაში არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების, კოტეჯების, ტურისტული სერვისების, პროდუქტებისა და ტურისტული ადგილების შესახებ ინფორმაციებისა და საკონტაქტოების ნახვა.

მთაში არსებული მარშრუტების განვითარების პარალელურად, ბოლო წლებში მთიან აჭარას ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა შეემატა ყველა მუნიციპალიტეტში. მათ შორისაა ხიხანის ისტორიულ ციხეზე ასასვლელი ტურისტული ბილიკი, ჯვარიმინდორის ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ზონა, ტურისტული ბილიკი ქობულეთის ტორფნარზე, კანიონინგის ინფრასტრუქტურა კაპნისთავსა და უჩხოში. გარდა ამისა, საპიკნიკე ინფრასტრუქტურა მოეწყო 10-მდე ტურისტულად საინტერესო მიმართულებებზე (ხარისაწოლი, ღომას მთა, ნაკონაღვარი, ჩირუხი, ჯვარიმინდორი, ჩალეწილები, ბრილი, ლელთის ტბა, მირვეთი და ჩაისუბანი/შუამთა). მთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარებისა და ახალი პროდუქტების შექმნის მიზნით 2025 წელს 5 560 000 ლარის დახარჯვა იგეგმება.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს ქვეყანა და ჩვენი მომავალი გადაყვა ოპოზიციის შიდა კინკლაობებს, ეგოებს და თავის დაფასებებს” –...

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის...

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...