spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველო სასიკვდილო საფრთხეშია!... მხოლოდ სრული მობილიზაციაა გამოსავალი!" -...

“საქართველო სასიკვდილო საფრთხეშია!… მხოლოდ სრული მობილიზაციაა გამოსავალი!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარი ოფიციალური გვერდის მეშვეობით, ოპოზიციას ერთიანობისკენ მოუწოდებს:

საქართველო სასიკვდილო საფრთხეშია!

მეგობრებო რა დროს სოციალური დაპირებები და ფერადი კლიპებია!

ჩვენ ხომ სინამდვილეში სამშობლოს ვკარგავთ, დიდი უბედურება გვემუქრება თუ 26-ში ყველანი არ დავირაზმეთ და არ მივედით საარჩევნო უბნებში, ჩვენ არა მხოლოდ უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ, არა მხოლოდ ქვეყანა მკვეთრად გაღარიბდება, არამედ ის საერთოდ აღარ გვექნება და რუსეთის ჩვეულებრივი ნაწილი გავხდებით.

ამიტომ დაპირებებში კი ნუ ვეჯიბრებით ერთმანეთს, არამედ ყველამ ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი, მივიყვანოთ ყველამ ჩვენი ამომრჩეველი საარჩევნო უბნებთან და ასე ერთიანობით გადავარჩინოთ საქართველო.

მოვუწოდებ ყველა პარტიას და აქტიურ ადამიანს დავეხმაროთ თბილისში მყოფ რეგიონებიდან ჩამოსული ამომრჩევლების თავისი რეგისტრაციის უბნებზე ტრანსპორტირებაში, ავტობუსებით და თუ ავტობუსებს დაბლოკავენ, კერძო მანქანებით, თითოეული ხმის დაკარგვა სასიკვდილო საშიშროებას შეიცავს, მხოლოდ სრული მობილიზაციაა გამოსავალი!”, – აცხდებს მიხეილ სააკაშვილი.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ერთი საინტერესო ტენდენცია შეინიშნება, ბოლო პერიოდში, პოლიტიკურ ველზე…” – არჩილ გამზარდია

ქართულ პოლიტიკურ ველზე გაჩენილ სიახლეებთან დაკავშირებით თავის შეფასებებს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...