კვირა, ივლისი 13, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მთელი ევროპა, ახლა უკვე ევროკავშირის ელჩის სახით, გვაფრთხილებს,...

“მთელი ევროპა, ახლა უკვე ევროკავშირის ელჩის სახით, გვაფრთხილებს, რომ ამ მთავრობასთან ურთიერთობა შეუძლებელია” – ლაშა ბაქრაძე

ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის ქართველი ხალხისადმი მიმართვასთან დაკავშირებით “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ლაშა ბაქრაძემ პოლიტიკური შეფასებები გააკეთა:

მთელი ევროპა გვაფრთხილებს და დღეს კიდევ ერთხელ ევროპის კავშირის ელჩის სახით, რომ აი, ამ მთავრობასთან, რომელიც დღეს ჰყავს საქართველოს, ურთიერთობა შეუძლებელია. ჩვენ დავკარგავთ ჩვენს მეგობრებს, დავკარგავთ ჩვენს თანამებრძოლებს და საქართველო მოხვდება იზოლაციაში და საქართველოს არა აქვს არანაირი შანსი ამ ხელისუფლების პირობებში, გახდეს ევროკავშირის წევრი.

ცხადია, რომ ჩვენ ვართ სერიოზული არჩევანის წინაშე. ასევე ცხადია ის, რომ რაც უფრო მეტი ხალხი მივა ამ არჩევნებზე, მით უფრო რეალური გახდება ხალხის გამარჯვება და “ქართული ოცნების” დამარცხება. ამის მაგალითად ელჩმა მოიყვანა მოლდოვაში ჩატარებული არჩევნები და რეფერენდუმი. რადგან ძალიან დაბალი იყო იქ აქტივობა, ამიტომაც ძალიან მყიფე იყო გამარჯვება, რომელიც მოიპოვეს პროევროპულმა ძალებმა.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე, იყოს სრული მობილიზაცია და ასეთ შემთხვევაში ჩვენ, ქართველი ხალხი გავიმარჯვებთ და დავამარცხებთ იმ ჯგუფს, რომელმაც ჩახერგა ჩვენი განვითარებისა და კეთილდღეობის გზა“, – განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, აუცილებლად წავიდნენ არჩევნებზე და უკეთესი მომავალი აირჩიონ თავიანთი ქვეყნისთვის და შვილებისთვის:

ჩემთვის, როგორც ევროკავშირის ელჩისთვის, გულსატკენია, როდესაც ვხედავ, რომ სხვა ქვეყნები წინ მიიწევენ ევროკავშირის წევრობისკენ, საქართველო კი, ნაცვლად ამისა, სულ უფრო შორდება ამ მიზანს. შეხედეთ, რა ხდება მოლდოვაში: ხალხი გავიდა, მიიღო მონაწილეობა რეფერენდუმში და აირჩია ევროპული მომავალი. სხვაობა ძალიან მცირე იყო, რაც ნიშნავს, რომ თითოეულ ხმას აქვს მნიშვნელობა. ამიტომ, გთხოვთ, წახვიდეთ არჩევნებზე და მისცეთ ხმა საკუთარ მომავალს და საკუთარი შვილების მომავალს“, – ნათქვამია პაველ ჰერჩინსკის მიმართვაში ქართველი ხალხისადმი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“აშკარად ჩანს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით ოპოზიცია არეულია” – კახა კალაძე

„დარწმუნებული ვარ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს „ქართული ოცნება“, რადგან...

“სასწრაფოდ გვჭირდება გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი, ამის გარეშე ერთიანობა დარჩება ლოზუნგად და არა ძალად” –...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე, პოლიტიკური შეფასებებით, ევროპარლამენტის...

პაატა მანჯგალაძე: “რეჟიმის ჩამოშლა დაწყებულია და ახლა მთავარი საკითხია როდის გამოვიყენებთ ცვლილების წინაპირობებს...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე მმართველ გუნდში სექმილ...

“იქამდე გაჯანჯღარებთ, სანამ არ დანებდებით. ხო ხართ პირველიდან უკანასკნელამდე შიშში” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია მძიმე შეფასება-მინიშნებებით ხელისუფლებას მიმართავს: "იქამდე გაჯანჯღარებთ, სანამ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...