საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარი ოფიციალური გვერდის მეშვეობით, ეხმაურება ინფორმაციას ამომრჩევლების მიერ საარჩევნო სიაში მასიურად თავის გადამოწმების ფაქტს და მას უპრეცედენტოდ მიიჩნევს:
,,დღეს გამოქვეყნდა ცესკოს ოფიციალური მონაცემი, რომ 1 312 000 ამომრჩეველმა გადაამოწმა თავისი თავი საარჩევნო სიაში, ეს არის ფენომენალური ციფრი!
უნდა ჩავთვალოთ, რომ ამ ციფრის 99% არის ოპოზიციის ხმები.
ტალღა კი არა, ნამდვილი საარჩევნო ცუნამი უახლოვდება ბორენკას”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი


