საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარი ოფიციალური გვერდის მეშვეობით, მიმართავს ამომრჩევლებს:
,,ივანიშვილს სჯერა, რომ ადამიანების მოსყიდვა არის ერთადერთი გზა მათი მხარდაჭერის უზრუნველყოფის.
ჩემი სტილი ყოველთვის იყო ხალხთან ახლოს მისვლა, თვალებში ჩახედვა, ხელის ჩამორთმევა და გულში ჩახუტება.
მე თვითონ არასდროს მქონია ფული და რა თქმა უნდა მათაც ვერ გავუნაწილებდი, მაგრამ მე მქონდა ხალხის მიმართ სიყვარული და შესაბამისად შევინარჩუნე ჩემი ხალხის უდიდესი ნაწილის სიყვარული, რაც ვერ ამოძირკვეს დღემდე ვერანაირი მანქანებით და ვერც ამოძირკვავენ რაც არ უნდა დამაბრალონ და რა მაქინაციებიც არ უნდა ჩაატარონ”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი


