spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს ქალი რომ ბოდვების გამოგონებაშიც უნიჭო აღმოჩნდა, ეს...

“ეს ქალი რომ ბოდვების გამოგონებაშიც უნიჭო აღმოჩნდა, ეს ალბათ უფრო ქოცთა წაგებისწინა მოწყენილობის ბრალია” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც საუბრობს საქართველოს მთავრობის ვიცე-პრემიერის, კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის ინტერვიუსთან დაკავშირებით:

,,მოვუსმინე ივანიშვილის კულტურის მინისტრ წულუკიანის საწყალობელ ბოდვას იმ ვიღაც ნაყიდის გადაცემაში, სადაც ის “იმედის” ბოტების საკვებად იგონებს ენით აღუწერლად კრეტინულ ტყუილს ანონიმური ელჩისა და დაკუჭული ფურცლის შესახებ… ეს ქალი რომ ბოდვების გამოგონებაშიც უნიჭო აღმოჩნდა, ეს ალბათ უფრო ქოცთა წაგებისწინა მოწყენილობის ბრალია, მაგრამ რაც სიმართლეა, ის კი მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო არაერთი ჩემი კოლეგის სახელით:

ჩემი ასზე მეტი კოლეგა ზნეობრივი და სამოქალაქო პრინციპის გამო ბოიკოტის რეჟიმშია მწერალთა სახლთან და უკვე დიდი ხანია თავისი ნებით ამბობს უარს ამ დაწესებულებასთან თანამშრომლობაზე, რადგან მწერალთა სახლი “ქართული ოცნების” დანაყოფი გახდა და მისმა ხელმძღვანელმა კი რუსულ კანონს მოაწერა ხელი.

სინამდვილეში, “მწერალთა სახლშიც” და კულტურის სამინისტროშიც ბედნიერები იქნებოდნენ, ბოიკოტში მყოფ რომელიმე ჩემ ცნობილ კოლეგას რომ უარეყო თავისი პრინციპული პოზიცია და თუნდაც ქართული წიგნების თარგმანების კუთხით, ისევ გაეგრძელებინა “მწერლის სახლთან” თანამშრლობა, რაც წლებით გამოცდილი პრაქტიკა იყო 2018 წლის ფრანკფურტში საქართველოს სტუმრობის კულმინაციით. მარტივად რომ ვთქვა, ისინი დიდი სიამოვნებით მიიწებებდნენ ვინმეს და არ ვაჭარბებ, ბევრს ბევრსაც ეხვეწნენ კიდეც, თუმცა პრინციპისთვის ცხადია არავის უღალატია (ყოველ შემთხვევაში, იმათ არა, ვინც თავიდანვე ეროვნულ პოზიციაზე იდგა), რადგან სასწორზე საქართველოს ბედი ძევს და არა რომელიმე ავტორის წიგნი ან საგამომცემლო პროექტი.

ამ მბოდავის ლექსიკა რომ გამოვიყენო, ყიდვა რომ არავისი გამოუვიდათ, ამიტომაც იგონებს ეს ქალი ამგვარ უნიჭო ტყუილებს, თორემ ნაყიდი ვინც ყავთ – ისინი ისედაც ცნობილია ყველასთვის… თუმცა ცნობილები უფრო კონფორმიზმით და არა მაინც და მაინც იმ ნიშნით, როცა სწორედ კულტურა აყალიბებს კრიტერიუმს და არა კულტურის პარტიული ორგანო.

ცხადია იგივე ითქმის ბოიკოტის რეჟიმში მყოფ კინოხელოვანებზე თუ მეცნიერებისა და ხელოვნების სხვა პრინციპულ ადამიანებზე.

კონფორმიზმის დამალვა თითქმის შეუძლებელია, ისევე როგორც ნონკონფორმისტებზე არავინ დაიჯერებს მარცხისთვის განწირული უნიჭო ჩინოვნიკის პროპაგანდისტულ ბოდვებს.

ეს ხალხი მგონი მართლა ვერ ხვდება, ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების სახით ვისთან აქვთ საქმე…

ჰოდა კიდევ ერთხელ დაინახავენ 26 ოქტომბერს!”, – წერს ლაშა ბუღაძე

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თუ გინდა საზოგადოება გაანადგურო, ისტორია უნდა წაუშალო” – თამარ ჩერგოლეიშვილი

პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს ისტორიის მნიშვნელობაზე...

“როგორც დედა – დედას, როგორც ქალი – ქალს, გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, ძალას და სიმშვიდეს”...

სოციალურ ქსელში გავრცელდა ეკატერინა ივანიშვილის წერილი, რომლითაც უპასუხა შვილმოკლული...

“კიევი დღეს. ოპოზიციას ეს უნდა ხო? ვერ ეღირსებით!” – ლალი მოროშკინა

6 ივლისს, გამთენიისას, რუსეთის მიერ კიევის მასშტაბური დაბომბვის შემდეგ,...

“ჟენევაში “ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ” გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვედი” – მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილის განმარტებები გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოსვლასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...