spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მჯერა, რომ 26 ოქტომბერი არ იქნება მხოლოდ ჩვენი...

“მჯერა, რომ 26 ოქტომბერი არ იქნება მხოლოდ ჩვენი გამარჯვება არჩევნებში – ეს იქნება ჩვენი ქვეყნის შემობრუნება აღმშენებლობისკენ, განვითარებისკენ და ევროპული კეთილდღეობისკენ” – სოფო ჯაფარიძე

ვაკის პარკში “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” მიერ გამართულ ღონისძიებაზე “ორი კვირა გამარჯვებამდე” ენმ-ს თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს აღმშენებლობის იმ ტემპს, რომელსაც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმას ჩაუყარა საფუძველი:

ჩემთვის განსაკუთრებით ემოციურია თქვენთან შეხვედრა გამარჯვებამდე ორი კვირით ადრე პარკში, სადაც, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ბავშვობა მაქვს გატარებული. ბაბუაჩემს ვახტანგ ყიფიანს ძალიან უყვარდა აქ ჩვენთან, შვილიშვილებთან ერთად სეირნობა. იყო 90-იანი წლები, იყო უიმედობა, მაგრამ კარგად მახსოვს, როგორ გვაჯერებდა, როგორ გვაიმედებდა, რომ ჩვენი ქვეყანა დაასრულებდა ამ მძიმე მდგომარეობაში ყოფნას და რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ლამაზი თბილისი იქნებოდა თავისუფალი, ლამაზი და ევროპული ქალაქი, ჩვენი ქვეყანა იქნებოდა ევროპული ქვეყანა.

მე დღეს ვდგავარ აქ თქვენს წინაშე და როდესაც თქვენს თვალებს ვუყურებ, თქვენს შემართებას ვხედავ, მჯერა, რომ ერთიანობით, ერთიანი ძალისხმევით, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ჩვენი ქვეყანა გავხადოთ ევროპული ოჯახის ნაწილი, მე მჯერა, რომ თბილისი ძალიან მალე იქნება ევროპის დედაქალაქი და ეს გამარჯვება ისე ახლოსაა, როგორც არასდროს.

მე მჯერა, რომ ამ ერთად დგომით, აი ამ წარმოუდგენელი ერთიანობით ჩვენ დავამარცხებთ იმ უპერსპექტივობას, იმ უიმედობას, იზოლაციას და სამარცხვინო მდგომარეობას, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” ჩვენს ქვეყანას აცხოვრებს.

მე მჯერა, რომ 26 ოქტომბერი არ იქნება მხოლოდ ჩვენი გამარჯვება არჩევნებში – ეს იქნება ჩვენი ქვეყნის შემობრუნება აღმშენებლობისკენ, განვითარებისკენ და ევროპული კეთილდღეობისკენ.

მეგობრებო!
26 ოქტომბერს, ჩვენ ხუთიანის გაფერადებით არამხოლოდ ჩვენს ქვეყანას ვიხსნით ტყვეობიდან, არამედ ვიხსნით იმ ადამიანსაც, რომელიც ისჯება იმისთვის, რომ საქართველო გააცნო მსოფლიოს, როგორც ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა. ჩვენ ვიხსნით ტყვეობიდან ამ ადამიანს და აქ ძალიან მალე, ვიდგებით მიხეილ სააკაშვილთან ერთად, რათა ქვეყანას დავუბრუნოთ განვითარების ის ტემპი, რასაც მიხეილ სააკაშვილმა ჩაუყარა საფუძველი“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ინფორმაციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“განახორციელეთ ზარის მონიტორინგი და მომეცით დედასთან საუბრის საშუალება” – მარიამ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში, ელისო კილაძის ფეისბუქის გვერდზე წერს მისი შვილი,...

“მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით, ქალბატონო ეკატერინა” – ეკა კუპატაძე

შვილმოკლული დედა ეკა კუპატაძე მადლობას უხდის ეკატერინა ივანიშვილს გამოხმაურებისა...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...