,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის’’ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ,,ქართული ოცნების’’ მიერ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებთან დაკავშირებით:
,,ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ მას უნდა ეს ქვეყანა მოაქციოს იზოლაციაში, ჩვენ ხალხი ვამბობთ, რომ მოვიშოროთ ბიძინა, მოვიშოროთ ,,ქართული ოცნება’’, წავიდეთ ევროკავშირისკენ. მისი გზავნილი არის უნდა, რომ ბიძინიზმი გამართოს ამ ქვეყანაში, საქართველოში ბიძინიზმი არასოდეს არ იქნება.
საქართველოში ქართველი ერი იბრძოლებს დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის, ევროკავშირში პერსპექტივისთვის და განვითარებისთვის და დარწმუნებული ვარ ბიძინიზმი 26 ოქტომბერს დამარცხდება ერთხელ და სამუდამოდ’’,- განაცხადა გიორგი ვაშაძე.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი