spot_img
მთავარიარჩევნებიანა კობახიძე - მნიშვნელოვანია, რომ 2236 ადამიანს ისრაელში...

ანა კობახიძე – მნიშვნელოვანია, რომ 2236 ადამიანს ისრაელში ხმის მიცემის შესაძლებლობა არ დაეკარგა – ჩვენს ემიგრანტებს მოვუწოდებ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოცხადდეს საარჩევნო უბნებზე

კარგია, ასეთი გადაწყვეტილება რომ იქნა მიღებული, 15 დღით ადრე ეს უბანი არ უნდა გაუქმებულიყო და იმედს ვიტოვებ, რომ მომავალშიც ეს საკითხი არ დაბრუნდება დღის წესრიგში,” – ამის შესახებ ცესკო-ს წევრმა ოპოზიციიდან, ანა კობახიძემ განაცხადა, რითაც ისრაელში საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით ცესკო-ს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ისრაელის საარჩევნო უბანი უსაფრთხოების ნორმებითაა უზრუნველყოფილი, რასაც მანამდე ჩატარებული მორიგი და რიგგარეშე არჩევნებიც მოწმობს:

მნიშვნელოვანია ის, რომ 2236 ადამიანს არ დაეკარგა ხმის მიცემის შესაძლებლობას ისრაელში. ისინი თავად ამბობდნენ, რომ უსაფრთხო იყო უბნებზე მისვლა და ბევრი ფაქტი მოჰყავდათ ამისთვის. მაგალითად ის, რომ ისრაელში ტარდება შუალედური და რიგგარეშე არჩევნები, მორიგი არჩევნები, ასევე ჩატარდა ევროპარლამენტის არჩევნებიც და შენობა უზრუნველყოფილია ისეთი თავშესაფრებით, რომელთაც განგაშის დროს იყენებს კომისია, ასევე, მიღებულია დროებითი წესით, თუ ასეთი შემთხვევა მოხდა.

აქედან გამომდინარე, კარგია, ასეთი გადაწყვეტილება რომ იქნა მიღებული, 15 დღით ადრე ეს უბანი არ უნდა გაუქმებულიყო და იმედს ვიტოვებ, რომ მომავალშიც ეს საკითხი არ დაბრუნდება დღის წესრიგში.

ემიგრანტების აქტივობამ შედეგი გამოიღო იმ კუთხით, რომ კიდევ შვიდი უბანი ემატება უკვე გახსნილ უბნების სიას, კარგია ეს შედეგი და ახლა უკვე ჩვენს ემიგრანტებს უნდა მოვუწოდოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოცხადდეს საარჩევნო უბნებზე,” – განაცხადა კობახიძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მიხეილ სააკაშვილი: “ალისა ჩემზე ნაწყენია…”

აღდგომა დღეს თავისი შვილის, ალისას შესახებ საუბრობს, კონკრეტულ ამბავს...

“რას ნიშნავდა ორბანის უნგრეთი ივანიშვილის გუნდისთვის და რას კარგავენ ქოცები ცვლილებების შემდეგ?” – ანა...

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი...

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“იქნებ 26 მაისის საპროტესტო აქციაზე კატეგორიულად გამოიკვეთოს მოთხოვნები” – ბეჟან ჯავახია

26 მაისისთვის "ოპოზიციის ალიანსის" მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური...

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე...