საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ბეჟან ჯავახია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ეხმაურება ,,ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადების იმ ნაწილს, სადაც საუბარია პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარის, გიორგი გახარიას პრემიერობაზე მმართველ გუნდში ყოფნის დროს:
,,ხომ არ დაუზუსტებია მდინარაძეს, როდესაც თქვა, რომ გახარიას გაპრემიერება გარედან მოთხოვნით მოხდაო, საიდან იყო მოთხოვნა მოსკოვიდან თუ დასავლეთიდან?
თან როდესაც აგენტურაზე საუბრობს, ვისი აგენტია, ადრე მხოლოდ რუსეთი იყო?
ან ერთად თამაშობენ, ან ერთი პატრონი ჰყავთ…. ისე მაინც საინტერესოა ამ კითხვაზე პასუხი”, – წერს ბეჟან ჯავახია.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე