კვირა, აგვისტო 3, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველა ხელისუფლების წინასწარმეტყველი, ყველა ოლიგარქის მწველავი, ხუხაშვილი -...

“ყველა ხელისუფლების წინასწარმეტყველი, ყველა ოლიგარქის მწველავი, ხუხაშვილი – გაურკვეველი პროფესიის მოვლენა” –

,,ლეიბორისტული” პარტიის თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი Facebook live-ში მწვავე შეფასებას აკეთებს ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მოსაზრებებთან დაკავშირებით:

,,რამდენიმე საათის წინ გამოვიდა ყველა ხელისუფლების წინასწარმეტყველი, ყველა ოლიგარქის მწველავი, ხუხაშვილი – გაურკვეველი პროფესიის მოვლენა, ხანდახან რომ დააკვირდები, მარსიანელს ჰგავს.

ამ დროს ყველა მთავრობას წველის, ყველგან თამაშობს წინასწარმეტყველის როლს, ყველგან აკეთებს ანალიზს, ყველას არიგებს ჭკუას, ყველას კარგად ადებინებს ფულის დასტებს. ეს მახსოვს დაწყებული პატარკაციშვილიდან სააკაშვილამდე, მერე იმან წიხლისკვრით გამოაგდო, მერე ივანიშვილს მიეტენა. პრემიერ-მინისტრად, როგორც ამბობს, გახარია მან დაანიშნინა.

კომუნისტების დროს ეგ ხუხაშვილის ნაირები ჯინსებს ყიდნენ, მაქსიმუმ ეგ იყო მათი გასაქანი. იმიტომ, რომ იქ კარგად შეკრავდნენ ყველა რჯულის თაღლითს.

დღეს უკვე დაგვიანონსა სალომე ზურაბიშვილს პრემიერ-მინისტრობა სამომავლოდ. ეს კაცი რასპუტინია, რიშელიე, ტალეირანია, ფუშია – ვინ არის ვერ გავიგე?!

ნეტა ერთ-ერთი მაინც იყოს. ისინი თავისი ეპოქის მოვლენას წარმოადგენდნენ და მატიანეს ქმნიდნენ. ვიმეორებ, ჩვეულებრივი თაღლითია, მწველავი – სადაც ფულს ნახავს…

რა სალომე ზურაბიშვილის პრემიერობა?! რა დააშავა საქართველომ, ქართველმა ხალხმა, რომ მე-20, 21-ე საუკუნე ემსახუროს ზურაბიშვილს, მის პარაზიტ წინაპრებს?!”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“კახა კალაძე, იყავი და მუდამ იქნები ღირსეული! ასე ფიქრობს თბილისი, ასე ფიქრობს ხალხი!❤️” –...

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტის, ჟურნალისტის და პიარტექნოლოგის, ლალი მოროშკინას...

“9 თვის ბავშვი იმისთვის არ მოუკლავს პუტინს, რომ საქართველო თეთრი ხელთათმანებით მებრძოლი ხალხისთვის დაეთმო”...

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

“რაცხა ფარცაგია ქოცების თავს, გეუბნებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული ვარაუდები ტელეკომპანია...

სჯსუ ხელოვნური ინტელექტის შესახებ ცოდნის ხელმისაწვდომობაზე იზრუნებს

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით, ხელოვნური ინტელექტის მოკლევადიანი კურსის გავლას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...