საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარი ოფიციალური გვერდის მეშვეობით, ეხმაურება და პარალელს ავლებს ,,ქართული ოცნების”, ბიძინა ივანიშვილისა და ,,ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩევლებთან შეხვედრებს შორის:
,,სანამ ივანიშვილი “დუშკაბინით” ქალაქებში ძალით მიყვანილ ხალხს ბოდიშის მოხდას სთხოვს, ჩაწერილი ტაშით იწონებს თავს, ამასობაში ათასობით ადამიანი მხოლოდ უბნურ შეხვედრაზე, ისანი-სამგორის რაიონში შეიკრიბა და სრულიად საქართველომ ნახა, 2 კონკრეტულ უბანში როგორი მობილიზება აქვს “ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას”.
ყველა მონაწილეს და ჩვენს თანამებრძოლს მადლობას ვუხდი ჩემი თავისუფლების მოთხოვნისთვის და ზუსტად უნდა იცოდეთ, რომ ქვეყნის და ჩემი გათავისუფლების გასაღები თქვენს ხელშია.
უამრავი ვარსკვლავი, ლიდერი ჰყავს ჩვენს ერთიანობას ყველა ქალაქში, რეგიონში, უბნებზე და გუშინდელი საღამოს ორგანიზატორებს ირაკლი ნადირაძეს და ლევან ხაბეიშვილს მინდა სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო და წარმატება ვუსურვო საერთო ბრძოლაში”, – ნათქვამია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი